top of page
Green Geometric Shapes

 რა არის ტექნიკური SEO ოპტიმიზაცია ?
 

საბა შველიძე
სახელმძღვანელო (2025)
 

 აღნიშნული სახელმძღვენელო დაგეხმარება გაიგო

როგორ მუშაობს ტექნიკური SEO ოპტიმიზაცია 2025 წელს,

შეძლებ შეისწავლო, საიტის სხვადასხვა ელემენტები, რომლებიც ტექნიკური SEO-ს თვალსაზრისისთვის მნიშნვენლოვანია:

  • საიტის სტრუქტურა

  • SEO აუდიტი

  • xml საიტის რუკის შექმნა

  • საიტის crawling და index-ირება

  • Hreflang

  • duplicate კონტენტი

  • robots.txt და სხვა

საბოლოოდ კი მოხვდე მოწინავე პოზიციაზე საძიებო შედეგების ველზე

რა არის ტექნიკური SEO ?

   ტექნიკური SEO  

ვებსაიტის ტექნიკური SEO ოპტიმიზაცია ორიენტირებულია მოახდინოს ოპტიმიზირება საიტის ტექნიკური ასპექტების, რათა დააკმაყოფილოს საძიებო სისტემის მხრიდან დაყენებული ის ტექნიკური მოთხოვნილებები, რომელიც აუცილებელია საიტის რანკინგისთვის, პოზიციონირებდეს მაღალ ადგილას GOOGLE-ის ძიების შედეგების პირველ გვერდზე.

 რატომაა საიტის ტექნიკური SEO ოპტიმიზაცია მნიშვნელოვანი ?

 ვებსაიტის ტექნიკური SEO-ს უზრუნველყოფა არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი რანკინგ სიგნალი ვებგვერდებისთვის, განთავსდნენ მოწინავე პოზიციებზე SERP-ში, 

წინააღმდეგ შემთხვევაში თუ საიტი ვერ უზრუნველყოფს ჰქონდეს გამართული ტექნიკური შემადგენელი ელემენტები, მისი პოზიციონირება მნიშვნელოვნად ჩამოქვეითდება.

რა თქმა უნდა მნიშნველოვანია, საიტი იყოს ოპტიმიზირებული შესაბამისი KEYWORD-ებით, title tag-ით, meta description-ით, ჰქონდეს გამორჩეული და ღირებული კონტენტი სხვა კონკურენტებთან შედარებით, 

მაგრამ თუ საიტი არ არის პოტენციური ვიზიტორისთვის და საძიებო სისტემისთვის ადვილად დასამუშავებელი მისი ON-PAGE  და Local-SEO ძალისხმევებით შორს ვერ წავა, იგივე ეხება ეს off-page SEO ოპტიმიზაციასაც

ყველაზე საბაზისო და ფუნდამენტური ელემენტი ვებგვერდის ტექნიკური ოპტიმიზაციის, ესაა SEO სპეციალისტის მხირდან უზრუნველყოფა, რომ 

საიტი იყოს მარტივად საპოვნელი, CRAWLING-ებადი, დარენდერებადი და დასაინდექსირებადი საძიებო სისტემის ბოტების მხრიდან, რათა შემდგომში 

 

 მიენიჭოს რანკინგი , თუმცაღა ვებსაიტის ტექნიკური SEO ბევრად 

ფართო სამუშაო პროცესს მოიცავს და ცდება იმ ტექნიკურ ასპექტებს, რასაც CRAWLING-ის და ინდექსირების პროცესი მოიცავს, 

შემდეგ ნაწილში კი სწორედ ამ სამუშაო ასპექტებს გაეცნობი რაზეც ორიენტირებულია ტექნიკური SEO.....

 ტექნიკური SEO ოპტიმიზაციის სამუშაო პროცესი

 აღნიშნულ ნაწილში გაეცნობი 

ტექნიკური SEO-ს შემადგენელ ფუნდამენტურ ელემენტებს, 

გაიგებ თუ რატომაა ტექნიკური SEO ოპტიმიზაცია მნიშვნელოვანი საიტის პოზიციონირებისთვის SERP-ში

საიტის ტექნიკური SEO ოპტიმიზაცია

 ტექნიკური SEO ოპტიმიზაცის სამუშაო პროცესი საკმაოდ მრავალფეროვანია, დაწყებული ზემოთ ჩამოთვლილი სტრატეგიებიდან, დამთავრებული სრულყოფილი

SEO აუდიტით, ახლა კი დეტალურად გაეცანი თუ რას მოიცავს ტექნიკური SEO-ს 

სამუშაო კამპანია:

#1. საიტის არქიტექტურის ჩამოყალიბება და ოპტიმიზაცია

#2. საიტის სისწრაფის ოპტიმიზაცია და შესაბამება CORE WEB VITAL-თან  

#3. საიტის ტექნიკური აუდიტი

#4. 301 და 302 გადამისამართებების განხორციელება

#5. xml საიტის რუკის გენერირება და მიმბმა google search console-თან

#6. საჭიროების შემთხვევაში robors.txt ფაილის შექმნა და გვერდების crawling ტრაფიკის დამენეჯმენტება

#7. საიტზე duplicate(დუპლიკატირებული) კონტენტის შემოწმება და აღმოფხვრა

#8. საიტის ნავიგაციის გაუმჯობესება

#9. გვერდების ინდექსირების პრობლემების აღმოფხვრა

#10. შემოწმება ეგრეთწოდებული broken linking-ს, 404 error და 404 soft error გვერდების

#11. javascript ტექნიკური SEO

#12. meta tag-ების გამოყნება,როგორიცაა: canonical tag, noindex tag, 

#13. hreflang- ების დაყენება ინტერნაციონალური ვებსაიტის განხორციელების შემთხვევაში.

როგორც, უკვე ნახე ტექნიკური SEO არ შემოიფარხლება მხოლოდ ვებსაიტზე არსებული გვერდების CRAWLING-ის, ინდექსირების და დარენდერების ოპტიმიზირებით, ახლა კი

უკვე დროა გაეცნო თუ თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე.

 ტექნიკური SEO-ს საფუძვლები

 ტექნიკური SEO ოპტიმიზაცია საკმაოდ 

მრავალფეროვან სამუშაო პროცესს მოიცავს,

 

ორიენტირებულია დააკმაყოფილოს საძიებო სისტემის მიერ დაწესებული ტექნიკური მოთხოვნილებები, 

სწორედ ამ ნაწილში შეიძლებ გაიგო დეტალურად თუ რა სამუშაო პროცესს გაივლი ვებსაიტის ტექნიკური SEO ოპტიმიზაციის განხორციელებისას.....

ტექნიკური SEO-ს საფუძვლები

 ვებსაიტის სტრუქტურის ჩამოყალიბება

 საიტის სტრუქტურის ჩამოყალიბება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია, არამარტო ტექნიკური SEO-ს არამედ მთლიანი ვებსაიტის SEO ოპტიმიზაციი თავალსაზრისით, 

რადგან კარგად სრტუქტურირებული ვებსაიტი ოპტიმალურია შემდგომ განსახორციელებელი ON-PAGE SEO, OFF-PAGE SEO თუ ლოკალური SEO-ს ოპტიმიზაციებისთვის, 

საიტის სტრუქტურა განსაზღვრავს თუ როგორ არის დაკავშირებული ვებსაიტზე არსებული გვერდები ერთმანეთთან, 

კარგად ორგანიზებული საიტის სტრუქტურა უზრუნველყოფს, რომ ვებსაიტზე არსებული გვერდები იქნება

მარტივად აღმოჩენადი და CRAWLING-ებადი საძიებო სისტემის ბოტების მხრიდან, კერძოდ აღნიშნული სტრქუტურით შენ აირიდებ გქონდეს ეგრეთწოდებული:

ORPHAN გვერდები- ეს არის იგივე ობოლი გვერდები, რომლებსაც არ გააჩნია შიდა ბმული სხვა გვერდებთან მიმართებით და რთულად საპოვნელია, როგორც საძიებო სისტემის ბოტების მხრიდან ასევე ვიზიტორებისგანაც,

DEEP გვერდები- ღრმა გვერდები არის ნათელი შემთხვევა ცუდად ჩამოყალიბებული საიტის სტრუქტურის, 

როდესაც გვერდები ერთმანეთან არანაირი ლოგიკური მბით არ არიან დაკავშირებული და შედეგად წარმოიქმნება ქაოუტური გვერდების ურთიერთკავშირი, ღრმა გვერდი კი დაშორებულია მთავარ გვერდს რამოდენიმე ქლიქით, რაც რთულად საპოვნელს ხდის მას საძიებო სისტემის ბოტების მხრიდან, 

კარგად სტრუქტურირებული საიტი საშუალებას მოგცემს გადაანაწილო PAGE ავტორიტეტულობა სხვა ნაკლებად პოპულარულ გვერდებზე, შესაბამისად გაზარდო შანსი მოხვდე მაღალი RANKING-ით SERP-ში,

ახლა კი გეტყვი თუ რა ტიპის სტრუქტურა ითვლება ოპტიმიზირებულად და SEO მეგობრულად,

ესაა ეგრეთწოდებული ბრტყელი საიტის სტრუქტურა სადაც გვერდები ერთმანეთთან მაქსიმუმ 3-4 ქლიქით 

არიან დაშორებულები, რაც საიტს ხდის მარტივად სანავიგაციოს, ამასთანავე მარტივად საპოვნელს ბოტების 

მხრიდან,

საიტის მარტივად საპოვნელად შეგიძლია გამოიყენო სხვადასხვა ონლაინ ხელსაწყოები, რომლებიც ჩაატარებენ შენი საიტის CRAWLING-ს და მოგცემენ სრულყოფილ ხედვას ვებსაიტის არქიტექტურასთან დაკავშირებით,

 რა არის xml საიტის რუკა?

 საიტის xml რუკა არის ეგრეთწოდებული გეგმა შენი ვებსაიტის, რომელიც შეიცავს ყველა არსებულ და მნიშნველოვან გვერდებს, რომლებიც არსებობენ საიტზე. ის ეხმარება საძიებო სისტმებს იპოვოს და crawling-ი გაუკეთოს ვეგვერდზე არსებულ url-ებს. 

შესაბამისად მისი გენერეცია არის ერთ-ერთი საუკეთესო SEO პრაქტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს შენს საიტზე არსებულ გვერდებს იყვნენ მარტივად აღმოჩენადი ბოტების მხრიდან,

შესაბამისად xml საიტის რუკა კარგად ორგანიზებულ internal linking-თან ერთად შესანიშნავი წყაროა საძიებო ბოტებისთვის  ჰქონდეთ მიმართულება საიტზე არსებულ მნიშნვენლოვან გვერდებთან დაკავშირებით,

იმ პრატიკებს, რომლებიც უნდა გამოიყენო xml რუკებთან დაკავშირებით, ესაა განათავსო ის url-ები, რომლებიც  მნიშნვნელოვანია და გსურს იყოს ინდექსირებადი საძიებო სისტემის ბოტების მხრიდან, 

ამასთანავე არ განათავსო ის url-ი, რომელიც დაბლოკილია robots.txt-ით, წინააღმდეგ შემთხვევაში საძიებო სისტემის ბოტებს მისცემ ორ სხვადასხვა სიგნალს, პირველი ეტყვი, რომ აღნიშნული url-ი შენთვის მნიშნვენლოვანია, მაგრამ robots.txt-ით ის დაბლოკე,

xml რუკის გენერაცია შეგიძლია სხვადასხვა ონალინ ხელსაწყოებით,

თუ ვორდპრესის cms-ს იყენებ yoast seo ფლაგინი, რომელიც გთავაზობს განახლებად, ეგრეთწოდებულ დინამიურ xml საიტის რუკებs.

xml რუკა უნდა განათავსო ვებსაიტის მთავარ root directory ფაილში, 

შემდგომ კი მიაბა ის google search console-ს, როგორც ამ სურათზეა ნაჩვენები:

ტექნიკური SEO და xml საიტის რუკა
xml საიტის რუკის მნიშვნელობა ტექნიკური SEO ოპტიმიზაციის განხორციელებისას

 crawling ბიუჯეტის ოპტიმიზაცია

 crawling ბიუჯეტი ეს არის ვებსაიტზე არსებული გვერდების რაოდენობა, რომელსაც საძიებო სისტემის ბოტები უკეთებენ crawling-ს და ინდექსირებას კონკრეტულ, მინიჭებულ დროის შუალედში. საიტის crawling ბიუჯეტის ოპტიმიზირება ტეკნიკური SEO-ს პრეროგატივაა და საკმაოდ მნიშნვნელოვან როლს ასრულებს გვერდის ინდექსაციის, შემოდგომში კი რანკინგის პროცესში.

მისი ოპტიმიზირება საკმაოდ მნიშნველოვანი და მიზანშეწონილია წარმატებულო ტექნიკური SEO კამპანიის განსახორციელებლად, კერძოდ

თუ ჩვენი გვერდების რაოდენობა გასცდა იმ მინიჭებულ crawling ბიუჯეტს, რომელშიც  შენი საიტი უნდა ჩაეტიოს, 

გვექნება საიტზე ისეთი გვერდები, რომელთა ინდექსირებაც ვერ ხერხდება საძიებო სისტემის ბოტების მხრიდან, 

ძირითად შემთხვევაში ეს პრობლემას არ წარმოადგენს უმეტესი ვებსაიტებისთვის, თუმცაღა 

ვებგვერდები,რომლებიც სარგებლობენ დიდი მოცულობისა და რაოდენობის გვერდებით,

მაგალითად დიდი ონლაინ მაღაზიები, 

crawling ბიუჯეტი მათ SEO კამპანიაში დღისწესრიგში დგება,

შენი საიტის crawling ბიუჯეტის შემოწმება შეგიძლია სხვადასხვა seo ხელსაწყოების მეშვეობით, მაგალითად semrush-ი, რაც შეეხება მის ოპტიმიზაციას შეგიძლია მიმართო შემდეგ

პრაქტიკებს, ესენია:

  • საიტის სისწრაფის გაუმჯობესება-პირდაპირ კორელაციაშია crawling rate-ის მაჩვენებელთან

  • საიტის სტრუქტურის ორგანიზება-ბრტყელი სტრუქტურის ჩამოყალიბება

  • 301 გადამისამართებების ოპტიმიზირება-არასაჭირო გადამისამართებებისა და გადამისამართებების ჯაჭვების აღმოფხვრა

  • xml-საიტის რუკების პერიოდულად განახლება 

  • დუპლიკატირებული კონტენტის აღმოფხვრა

  • broken link-ების მოშორება

საიტის crawling-ის მაჩვენებელი შეგიძლია გაიგო google search console-ის მეშვეობით,

crawling ბიუჯეტის ოპტიმიზაცია და ტექნკური SEO

 რა არის DUPLICATE კონტენტი

 Duplicate(დუპლიკატირებული) კონტენტი ესა ზუსტად ერთი-ერთში ან მსგავსი შინაარსის მქონე გვერდები, რომლებიც თანაარსებობენ ერთი და იმავე ვებსაიტზე, ანდაც წარმოდგენილნი არიან ორ სხვადასხვა ვებსაიტზე საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე,

Duplicate კონტენტი, რომელიც საიტზე არსებობს უარყოფითი რანკინგ სიგნალია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მნიშნველოვანწილად საიტის პოზიციონირების დაქვეითება საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე, 

გარდა ამისა მნიშნველოვნად გააუარესოს გვერდის crawling ბიუჯეტის მაჩვენებელი, საბოლოოდ კი გვერდების ინდექსირების პრობლემა გამოიწვიოს,

საძიებო სისტემები, გასნაკუთრებით კი google-ი ცდილობს დაარანკინგოს შედეგების გვერდზე ის კონტენტი, რომლებიც განსხვავებული და უნიკალურია, სწორედ duplicate კონტენტი ამის საპირისპიროა და უარყოფით შედეგებს იწვევს საიტებისთვის ტექნიკური SEO ოპტიმიზაციის პერსპექტივით, 

Duplicate კონტენტის აღმოსაფხვრელად პირველ რიგში გჭირდება, მისი აღმოჩენა საიტზე, ამის გაკეთება შეგიძლია სხვადასხვა seo ხელსაწყოების მეშვეობით, ასევა ონლაინ duplicate კონტენტის შემომწმებლების საშუალებით,

მათი იდენტიფიცირების შემდეგ შეგიძლია მიმართო შემდეგ გამოსადეგ და პრაქტიკულ მეთოდებს, მათი იმპლემენტაცია კი სპეციფიკურია სხვადასხვა cms-ების შემთხვევაში:

  • canonical url-ის გამოყნება- ამით საძიებო სისტემის ბოტებს აძლევ ინსტრუქციას, რომ უგულვებელყოს ყველა დუპლიკატირებული კონტენტი და crawling-ი გაუკეთოს მხოლოდ შენ მიერ მითითებულ url-ის, რომელზეც დააყენე canonical tag-ი.

  • noindex tag-ის გამოყენება- ამით მოახდენ საძიებო სისტემის ბოტების დაბლოკვას არ დააინდექსიროს ის გვერდები, რომლებსაც დამატებული აქვთ noindex tag-ი

  • გვერდების კონსოლიდაცია- თუ ორ სხვადასხვა გვერდზე არსებობს  ძალიან მსგავსი შინარსის მქონე გვერდები, ეს შეიძლება იყოს პროდუქტის ვარიაცია ან ორი ახლო მომიჯნავე ბლოგის სასაუბრო თემა, ისინი შეგიძლია გააერთიანო და ერთ კონტენტად წარმოადგინო.

  • დუპლიკატირებული გვერდების წაშლა- ყველაზე მარტივი მეთოდი, აღნიშნულის გამოყენება ძირითადად ხდება, როდესაც  კონტენტს არ აქვს რაიმე სახის ღირებულება საიტისთვის, მაგალითად category და tag გვერდები, არქივ გვერდები, კონტენტი, რომელიც ვერ სარგებლობს მაღალი ორგანული ტრაფიკით, არაა კონტენტი შექმნილი ქოფირაითინგის უნარების გამოყენებით.

 რა არის robots.txt-ი

 robots.txt-ი ეს არის ფაილი,რომელიც საძიებო სისტემის ბოტებს აძლევს ინსტრუქციას თუ საიტის, რომელ გვერდებს გაუკეთონ crawling-ი და ინდექსირება.აღნიშნული გამოიყენება, როგორც პრევენცია აირიდო ისეთი გვერდების დაინდექსირება, რომელიც შენ SEO კამპანიას არ შეესებამება, ეს შეიძლება იყოს არქივ გვერდები, login გვერდები, შიდა ძიების გვერდები, კატეგორიის და tag გვერდები ვორდპრესში.

შესაბამისად robots.txt შეგიძლია გამოიყენო, როგორც საძიებო სისტემის ბოტების crwaling ტრაფიკის მიმცემ ისტრუქტორად, თუმცაღა მისი გამოყენება არ გამოდგება უტყუარ პირობად, რომ საძიებო სისტემამ მაინც არ მოახდინოს აღნიშნული გვერდების ქრავლინგი.

robots.txt სინტაქსურად გამოიყურება შემდეგნაირად:

robots.txt და ტექნიკური SEO

 user-agent: აღნიშნავს იმ საძიებო სისტემის ბოტს, რომელსაც ვაძლებთ ინსტრუქციას, 

ხოლოდ Disallow: აღიშნავს საიტის იმ გვერდსა თუ სექციას, რომლის დაბლოკვასაც ვცდილობთ 

robots.txt-ით.

 საიტის სისწრაფის გაუმჯობესება

 საიტის სისწრაფე ესაა დროის ის მაჩნვენებელი, რომელიც სჭირდება ვებსაიტს სრულად ჩატვირთვისთვის ვიზიტორის მხრიდან სერვერისთვის request-ის(მოთხოვნის) გაკეთების შემდეგ. საიტის სისწრაფე ტექნიკური SEO-ს ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტია და გვერდის 

რანკინგის ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენს.

კერძოდ, საიტის სისწრაფე შეიძლება გამოხატულ იქნას CORE WEB VITAL-თან მიმართებაში, 

სადაც მხედველობაშია მიღებული ისეთი მეტრიკები, როგორიცაა: 

  • first input delay- რამდენ წამშია საიტზე არსებული ელემენტები ინტერაქციეული ვიზიტორის დაწკაპუნებასთან მიმართებით

  •  First Meaningful Paint/First Contextual Paint: რამდენი წამი სჭირდება კონტენტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის ჩატვირთვას

  • Time to First Byte: რამდენ წამში იწყებს საიტი ჩატვირთვას request-ის გაკეთების შემდეგ

  • fully loaded page: რამდენ წამში იტვირთება საიტი მთლიანად

რაც შეეხება იმ პრაქტიკულ მეთოდებს, რომლებსაც შეგიძლია მიმართო საიტის სისწრაფის გასაუმჯობესებლად, პირველ რიგში გჭირდება ჩაატარო საიტის აუდიტი, გაიგო ამჟამად

როგორაა ოპტიმიზირებული შენი საიტის სისწრაფე, თუ პრობლემებია რა ქმნის ამ უკანასკნელს,

ამისთავის მიმართე SEO ხელსაწყოებს, მაგალითად semruსh seo audit ხელსაწყოს,

საიტის მიმართების გასაგებად CORE WEB VITAL-თან  შეგიძლია გამოიყენო 

google-ის ხელსაწყო-google page insight tool-ი, 

რომელიც გაჩვენებს თუ როგორ კორელაცაშია რეალური მომხმარებლის პერსპქტივიდან შენი საიტის სისწრაფე ოპტიმიზირებული:

საიტის სისწრაფის გაუმჯობესება SEO-სთვის

 რაც შეეხება იმ მეთოდებს, რომლებსაც შეგიძლია მიმართო საიტის სისწრაფის გასაუმჯობესებლად ესენია:

  • სურათების კომპრესაცია

  • browser caching-ის გამოყენება

  • თანამედროვე მედია ფორმატების არჩევა

  • სერვერის response დროის გაუმჯობესება- ჰოსთინგის გაუმჯობესება

  • არასაჭირო კოდების აღმოფხვრა- html,java, css

  • lazy loading-ის გამოყენება

  • cdn-ის გამოყენება

  • არასაჭირო 301 გადამისამართებების აღმოფხვრა

 რა არის Hreflang-ი ?

 Hreflang-ი არის Html ატრიბუტიკა, რომელიც გამოიყენება მრავალენოვანი და ინტერნაციონალური ვებსაიტებისათვის, კონკრეტულად ის აზუსტებს ენობრივ და გეოგრაფიულ სპეციფიკას აღნიშნული ვებსაიტის დასათარგეთებლად ამ პარამეტრებზე.

 SEO აუდიტი-ტექნიკური SEO ოპტიმიზაცია

 ერთია განახორციელო საიტის ტექნიკური ასპექტების ოპტიმიზირება, 

თუმცაღა მეორე საკითხია რამდენად სწორად და გამართულად მუშაობს შენ მიერ ჩატარებული SEO ძალისხმევები, 

სწორედ აქ ჩნდება SEO აუდიტის მნიშნვნელობა და საჭიროება, 

ამ ნაწილში კი შეძლებ გაეცნო იმ SEO ხელსაწყოებსა და სტრატეგიებს, 

რაც დაგეხმარება სრულყოფილი SEO აუდიტის ჩატარებაში.....

SEO აუდიტი

 SEO აუდიტი

 SEO აუდიტის ჩატარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესია საიტის ტექნიკური SEO ოპტიმიზაციის თვალსაზრისით, ის გაძლევს საშუალებას პირველ რიგში აღმოაჩინო ის ტექნიკური ხარვეზები, რომელიც იწვევს უარყოფით რანკინგ სიგნალს შენი საიტის პოზიციონირებისთვის SERP-ში, მეორე კი შეაფასო შენ მიერ ჩატარებული SEO კამპანიის ძალისხმევები, თუ რამდენად მუშაობს ის და რა ნაწილებში სჭირდება ჯერ კიდევ გაუმჯობესება:

ტექნიკური SEO-ს თვალსაზრისით საიტის SEO აუდიტს მნიშნვნელოვანი ადგილი უკავია და მოიცავს ისეთ შემადგენელ ელემენტებს, როგორიცაა ვებგვერდის შემოწმება:

  • BROKEN LINK-ებისთვის, ეგრეწოდებული 404 error და 404 soft error- გვერდებისთვის

  • crawling budget-ის ანალიზი

  • შემოწმება თუ რამდენად სწორადაა დაყენებული meta direction-ები და robots.txt

  • არის თუ არა საიტზე არასაჭირო 301 გადამისამართების ჯაჭვები

  • არის თუ არა საიტზე ეგრეთწოდებული orphan გვერდები, რომლებიც იწვევს crawling-ის პრობლემას

  • არის თუ არა გვერდების index-ირების პრობლემა

  • არის თუ არა გვერდებზე ეგრეთწოდებული ,,ზომბი'' გვერდები

  • არსებობს თუ არა საიტზე დუპლიკატირებული კონტენტი

აღნიშნული სამუშაო პროცესის ჩასატარებლად შეგიძლია მიმართო სხვადასხვა SEO ხელსაწყოებს, ასევე GOOGLE SEARCH CONSOLE-ს

 semrush საიტის აუდიტის ხელსაწყო

 აღნიშნული სამუშაო პროცესს ბევრად გაგიმარტივებს და მოგცემს სრულ ხედვას ყველა იმ ტექნიკურ ასპექტებზე, რომლებიც საჭიროებენ ტექნიკური SEO ოპტიმიზაციას, 

ამისათვის უნდა გამოიყენო ამ ხელსაწყოს ერთ-ერთი ფუნქცია, კერძოდ ჩაატარო საიტის სრული CRAWLING-ი და აღმოაჩინო ყველა ის ელემენტი საიტზე, რომლებიც მოითხოვენ SEO ძალისხმევებს.

 Google search console და SEO აუდიტი

 Google search console არის ერთი-ერთი საუკეთესო და უფასო ხელსაწყო მოახდინო შენი ვესაიტი ტექნიკური SEO-თი ოპტიმიზირება, გამოიყენო ის საიტის SEO აუდიტის ჩასატარებლად კერძოდ,

აღმოაჩინო ტექნიკური პრობლემები,რომლებიც იწვევს გვერდების ინდექსირების პრობლემას, მაგალითად:

  • 404 error გაფრთხილებებზე, 404 soft error გაფრთხილებებზე, გადამისამართებების პრობლემებზე,

ამ ხელსაწყოთი შეგიძლია გაიგო და ნახო თუ როგორ არენდერებს google-ი შენს ვებსაიტს, 

აღმოაჩინო ეგრეთწოდებული დუპლიკატირებული კონტენტი,

ჩაატარო გვერდების url ინსპექცია და სხვა მნიშნვნელოვანი ელემენტები....

SEO აუდიტი და გვერდების ინდექსაცია
საიტის რენდერინგი და საიტის SEO აუდიტი
 დასასრული
bottom of page