
საბა შველიძე
რა არის SEO ?
სახელმძღვანელო (2025)
აღნიშნულ სახელმძღვანელოში აღმოაჩენ ყველა არსებით ინფორმაციას რომელიც დაგეხმარება გახდე წარმატებული seo სპეციალისტი.
შენ გაიგებ:
როგორ დაგეგმო seo კამპანია
კონტენტის ოპტიმიზაცია იმგვარად,რომ აღმოჩნდეს პირველ ოფციად GOOGLE-ის საძიებო სისტემაში
საბაზისო ფაქტორები საძიებო სისტემაში მაღალი ranking -ისთვის
როგორ შექმნა კონტენტი რომელც შეესაბამება მომხმარებლის ძიების ინტერესს
მოდი დავიწყოთ!

რა არის seo?

რა არის SEO ოპტიმიზაცია და რატომაა ის ასე მნიშვნელოვანი ციფრული მარკეტინგის ინდუსტრიაში ?
SEO( საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია) მიზნად ისახავს გაზარდოს ვებსაიტის და სხვა ციფრული პლათფორმების ხილვადობა საძიებო სისტემის ველში, რათა მიიზიდოს სპეციფიური და ღირებული სამიზნე აუდიტორია.
გონივრული SEO კამპანიით შენ შეძლებ დაიკავო მოწინავე ადგილი Google-ის საძიებო სისტემის შედეგების ველზე, შესაბამისად მიიღო უფრო მეტი ჩართულობა პოტენციური მომხმარებლებისგან და გაზარდო შანსი შენ მიერ დასახული მარკეტინგული მიზნების განხორციელების.
წარმატებული SEO კამპანიით შეძლებ, მუდმივ რეჟმიში იყო პოტენციური მძებნელისთვის პირველ 5 ოფციაში.
თანამედროვე SEO არის კომლექსური პროცესი, რომელიც მოიცავს მრავალი განსხვავებული სტრატეგიის განხორციელებას. წარმატებული კამპანიისთვის საკმარისი არაა მხოლოდ შესაბამისი Keyword-ების განლაგება კონტენტში, არამედ სამუშაო პროცესი მოითხოვს ისეთი ტიპის საქმიანობებს, როგორებიცაა:
· ზრუნვა და მუდმივ რეჟმში მონიტორინგი user experience-ის ( მომხმარებლის გამოცდილება)
· Backlink-ების მოპოვება
· სურათების ოპტიმიზაცია
· URl სტრუქტურის ოპტიმიზაცია
· საიტის ნავიგაციის მოწესრიგება
და სხვა მნიშნველოვანი სტრატეგიების განხორციელება.
SEO სპეციალისტის სამუშაო პროცესი
როგორც დამწყებს ალბათ გაქვს კითხვები, თუ რა არის ის ზუსტი დავალებები, რაზეც ორიენტირებულია SEO სპეციალისტი.
სწორედ, აღნიშნული სახელმძღვანელო დაგეხმარება მოგაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია და შეგიქმნას სრული სურათი, თუ რას მოიცავს SEO სპეციალისტის საქმიანობა.
როგორც დამწყებს, შენ მოგეთხოვება შემდეგი უნარები:
· ჩაატარო მომხმარებლების კვლევა და გაიგო თუ რას ეძებს შენი სამიზნე აუდიტორია
· ჩაატარო Keyword კვლევა, გაიგო ის ზუსტი keyword- ები და ფრაზები, რასაც შენი სამიზნე აუდიტორია იყენებს
· განახორციელო on-page seo
· განახორციელო off-page seo
· ჩაატარო ანალიზი და განახორციელო მუდმივი აუდიტი რათა გაიგო თუ როგორ მუშაობს შენი SEO კამპანია და გაზომო საბოლოო შედეგები
როგორც SEO სპეციალისტს გჭირდება იყო ადაპტირებადი, გქონდეს საკმარისი ინფორმაცია მიმდინარე SEO ტრენდებზე.
ანალიტიკური უნარი არის არსებითი ფაქტორი ნებისმიერი წამრატებული seo სტრატეგიისთვის, ამისთვის კი დაგეხმარება ისეთი ხელსაწყოების გამოყენება როგორიცაა: Google Analytics და Google search console. აღნიშნული ხელსაწყოები გაგაიმარტივებს პროცესს მოერგო განახლებულ საძიებო სისტემის ალგორითმებს.

SEO ტიპები
SEO ოპტიმიზაცია ფართო ტერმინია, რომელიც ერთდროულად მოიცავს რამდენიმე სამუშაო პროცესს,
აღნიშნულ საკითხზე უკვე ზემოთ ვისაუბრეთ, თუმცაღა არ განგვიმარტავს თუ რას ემსახურება თითოეული მათგანი ცალ-ცალკე.
On-page seo: მიზნად ისახავს მოახდინოს ოპტიმიზაცია შენი ვებსაიტის გვერდებისა( კონტენტის შექმნა და ოპტიმიზაცია, მომხმარებლის კვლევა, შესაბამისი keyword-ების მოძიება, ოპტიმიზაცია სათაურის, მეტა თაგების, მეტა აღწერის, ჩამოყალიბება მოწესრიგებული Url სტრუქტურის, საერთო user experience-ის გაუმჯობესება და მოწესრიგება.
Off-page seo: მიზნად ისახავს მოახდინოს ვებსაიტის ოპტიმიზაცია მის გარეთ( მოიპოვოს link-ები სხვა, მასთან დაკავშირებული საიტებიდან თუ ციფრული პლათფორმებიდან. მიიღოს გამოხმაურება სოციალური მედიიდან, დაუკავშირდეს ავტორიტეტულ ფიგურებს არსებულ ინდუსტრიაში კოლაბორაციისთვის, ააშენოს ავტორიტეტულობის და სანდოობის იმიჯი, გაწვდეს უფრო დიდ სამიზნე აუდიტორიას.
Technical seo: მიზნად ისახავს ვებსაიტის ოპტიმიზაციას იმგვარად , რომ დააკმაყოფილოს ის ტექნიკური მოთხოვნილებები, რაც აუცილებელია საძიებო სისტემაში მაღალი ადგილის დასაკავებლად( ოპტიმიზირება სურათების, ოპტიმიზირება რათა საიტი იყოს გამრთული მობილური ტელეფონიდან შემოსული მომხარებლებისთვის, შექმნა Xml საიტის რუკები, დუპლიკატირებულ კონტენტის აუდიტი, საიტის სისწრაფის გაუმჯობესება, ძალისხმევის გაღება,რათა ვებსაიტი იყოს ინდექსირებული Google-ის ბოტების მიერ.
Local-seo: მიზნად ისახავს ვებსაიტის ოპტიმიზაციას ადგილობრივი პოტენციური მაძიებლებისთვის. მსგავსია ტრადიცული SEO - სი თუმცაღა მცირე განსხვავებებით: მოიცავს ოპტიმიზირებას Google map pack-ის, Google my business-ის, ადგილობრივი keyword-ების კვლევა და Nap მონიშნვაზე ზრუნვა.
ზემოთ ჩამოთვლილი SEO -ს ტიპებს შეაქვთ თავიანთი წვლილი საერთო წარმატებული კამპანიის განსახორციელებლად, რათა მიიღო უფრო მეტი ჩართულობა და გამოხმაურება პოტენციური აუდიტორიისგან.
რა არის ON-PAGE SEO?
აღნიშნულ სექციაში შენ აღმოაჩენ
როგორ მუშაობს On-page seo,
რა არის მომხმარებლის საძიებო ინტერესი,
როგორ ჩაატარო keyword კვლევა,
კონტენტის შექმნა და კვლევა,
ოპტიმიზირება მეტა თაგების,
URl შქმნა და ოპტიმიზაცია
და სხვა.

On-page seo, ასევე ცნობილი როგორც on-site seo არის ერთ-ერთი ტიპი SEO სტრატეგიისა, რომელიც ორიენტირუბულია მოახდინოს ინდივიდუალური გვერდების ოპტიმიზაცია, გახადოს ის უფრო აღმოჩენადი და მაღალი ადგილის მქონე საძიებო სისტემის შედეგების ველში.
რატომაა on-page seo მნიშნვენელოვანი?
როგორც უკვე გითხარი, აღნიშნული SEO ტიპი პირდაპირ გავლენას ახდენს ვებსაიტის ranking-ზე, რადგან საიტზე არსებული გვერდების ოპტიმიზირების გარეშე შენ ვერასდროს შეძლებ დაიკავო მაღალი ადგილი საძიებო სისტემის შედეგებში.
დაბალი ხარისხის on-page seo გამოიწევს ისეთი კონტენტის არსებობას საიტზე. რომელიც არის არასრული keyword-ებით ინტეგრირებული, ქაოტური Url სტურქტურით და კონტენტით, რომელიც არ ეხმიანება მომხარებლის ინტერესს. ეს არის ფაქტორები, რომლის უგულვებელყოფა გახდის ვესაიტს არაკონკურენტუნარიანს სხვა საიტებთან შედარებით.
ახლა კი დროა დეტალურად განვიხილოთ on-page seo-ს შემადგენელი ელემენტები,
რა არის მომხმარებლის ინტერესი და როგორ გავიგო ის?
ნებისმიერი კონტენტის შექმნამდე აუცილებელია იცოდე რა არის შენი პოტენციური ვიზიტორის საძიებო ინტერესი,
აღნიშნული ინტერესები შეიძლება დავყოთ რამდენიმე ტიპებად:
ინფორმაციული ინტერესი- როდესად პიროვნებას აქვს რაიმე სახის ინფორმაციის მოძიების სურვილი
ტრანზაქციული ინტერესი- როდესაც პიროვნება Google-ის საძიებო სისტემას იყენებს რაიმეს შესაძენად ანდა გარკვეული ტრანზაქციის დასასრულებლად
კომერციული ინტერესი- როდესაც პიროვნება გადაწყვეტილების მიღებამდე ეძებს და ადარებს გარკევული სახის პროდუქტებს თუ სერვისებს
კონკრეტული ინტერესი- როდესაც მომხარებელი წინასწარი მიზნით, ეძებს მისთვის უკვე ნაცნობ კონკრეტულ საიტს თუ ვებგვერდს.
მომხარებლის საძიებო სისტემის გათვალისწინების გარეშე ვერასდროს შეძლებ შექმნა მაღალი ტრაფიკის მქონე კონტენტი. იმისთვის, რომ გაიგო რას ეძებს შენი პოტენციური ვიზიტორი შეგიძლია მიმართო შემდეგ მოსახერხებელ და უფასო ხელსაწყოებს:
· GOOGLE TREND - აღნიშნული ხელსაწყო დაგეხმარება მოგაწოდოს გარკვეული სტატისტიკა, დაფუძნებული კონკრეტულ მდებარეობასა და დროის პერიოდზე, არის თუ არა შენი კონტენტის სასაუბრო თემა რელევანტური მომხარებლებისთვის.
· GOOGLE RESULTS PAGE- მეორე საშუალება გაიგო პოტენციური ვიზიტორის ინტერესი, ესაა ჩაწერო გარკვეული სახის Keyword-ები Google-ის საძიებო სისტემის ველში და ნახო პირველი 5 შედეგი. აღნიშნულ შედეგებზე დაყრდნობით, შეძლებ გაანალიზო თუ რას სახის ინფორმაციას ეძებს მომხმარებელი რეალურად.
· სოციალური მედია (facebook, Instagram, reddit)
· Amazon reviews
აღნიშნული ხელსაწყოები არის მოსახერხებელი და სრულიად უფასო!
მას შემდეგ რაც გაიგებ თუ რას ეძებს შენი პოტენციური ვიზიტორი, უკვე დროა ჩაატარო Keyword კვლევა, გაიგო ის ზუსტი ფრაზები და ტერმინები, რასაც მომხმარებლები იყენებენ საძიებო ველში გარკვეული სახის ინფორმაციის მოსაძებნად:


როგორ ჩავატარო keyword კვლევა?
Keyword კვლევა მოიცავს ზუსტი ფრაზების და სიტყვების მოძებნას, რასაც პოტენციური მნახველი იყენებს რაიმეს საპოვნელად საძიებო სისტემის ველში.
დღესდღეობით მრავალი SEO ხელსაწყო არსებობს, რომელიც დაგეხმარება მოიძიო შენთვის სასურველი keyword-ი,
მანამ მათი პოვნის საშუალებებზე ვისაუბრებდეთ, განგიმარტავ თუ რა სახის keyword- ები შეგიძლია გამოიყენო:
· ინფორმაციული და საგანმანათლებლო keyword-ი: ისინი შეიძლება გამოიყენო ბლოგებში, როდესაც მომხარებელი ეძებს მისთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციას.
· კონრეტული პროდუქტის თუ სერვისის სახახავად- ამ ტიპის keyword-ი გამოიყენება როცა მომხმარებელი ცდილობს იპოვოს გარკვეული სახის პროდუქცია.
ახლა კი გაგიზიარებ იმ უფასო ხელსაწყოებს, რომლებიც დაგემხარება შენთვის სასურველი keyword-ების მოძიებაში,
GOOGLE SUGGEST და GOOGLE AUTOCOMPLETE TOOL- ორივე მათგანი არის უფასო და ნამდვილი ულევი წყარო შენთვის სასურველი keyword- ების მოსაძებნად.
მისი გამოყენება ძალიან მარტივია, უბრალოდ ჩაწერე შენთვის სასურველი სიტყვა საიძებო სისტემის გრაფაში და Google ავოტმატურად გიჩვენებს უამრავი რაოდენობის ტერმინებს.
აღნიშნული ტერმინები, რომლებსაც შენ შეხვდები არის ის სიტყვები, რასაც პოტენციური ვიზიტორები იყენებენ რაიმეს ძებნისას. მათი ამორჩევის შემდეგ კი ჩააკოპირე ისინი კონტენტში, დაფუძნებული ამ keyword-ების სირთულეზე და ძებნის სიხშირეზე.
GOOGLE RELATED SEARCHES-აქ შენ ნახავ იმ ტერმინებს, რომლებიც დაკავშირებულია შენი კონტენტის სათაურთან, უბრალოდ ჩაწერე კონტენტის სათაურის სახელი და აღნიშნულ ველში ნახე შენთვის სასარგებლო ტერმინები, რომლებსაც გამოიყენებ კონტენტისთვის.

GOOGLE-ის ( PEOPLE ALSO ASK)- აქ შენ გაიგებ თუ რა კითხვებს სვამენ მომხმარებლები, რას ეძებენ ისინი კონკრეტულად და ის ზუსტი ფრაზები, რომლებსაც იყენებენ ძებნისას.
მას შემდეგ რაც აღმოაჩენ შენთვის სასურველ keyword-ებს, უკვე დროა დაალაგო ისინი პრიორიტეტულობის მიხედვით, ამ პროცესში კი დაგჭირდება გაითვალისწინო შემდეგი საბაზისო ფაქტორები,
ძიების მოცულობა ( search volume)- აღნიშული მონაცემთა ბაზა მოგცემს საშუალებას გაიგო თუ როგორი პოპულარულია აღნიშნული keyword-ი და რამდენად ხშირად იყენებს მას პოტენციური მომხმარებელი. კონკრეტულად კი გვაწვდის ინფორმაციას სიხშირეზე, რამდენჯერ იქნა keyword-ი გამოყენებული საძიებო სისტემის ველში . აღნიშნულ ნაწილში უნდა აირჩიო ტერმინები, რომლებიც არის მაღალი მოცულობის.
Keyword სირთულე- ეს არის მეორე მონაცემთა დაფა, რომელიც გაძლევს ინფორმაციას რამდენად რთული იქნება ამ keyword-ის გამოყენებით მაღალი ადაგილის დაკავება საძიებო სისტემის შედეგებში. ახლად შექმენილი ვებსაიტისთვის, არაა რეკომენდირებული რთული keyword-ების არჩევა.
PAY PER CLICK-ყოველთვის აარჩიე keyword-ი, რომელსაც აქვს მაღალი ppc.
დასვკნის სახით შეიძლება ითქვას, რომ შესაბამისი keyword-ის არჩევა უნდა მოხდეს ამ სამი მონაცემის ურთიერთ ანალიზით, keyword -ის, რომელიც იქნება მაღალი search მოცულობის, ნაკლები სირთულის და მაღალი ppc-ის.
ახლად შექმნილი ვებსაიტებისთვის საუკეთესო არჩევანია ისეთი keyword ების გამოყენება, რომელებიც შეიცავენ რამდენიმე სიტყვას, სხვაგვარად რომ თქვათ, ერთი ტერმინის ნაცვლად გამოყენებულია წინადადება. ინგლისურად მათ ეწოდება long-tail keyword-ი.

რა არის long-tail keyword?
ეს არის keyword-ის ტიპი, რომელსაც აქვს შედარებით ნაკლები კონკურენცია, შესაბამისად არის მშვენიერი შესაძლებლობა დამწყებებისთვის აღნიშნული keyword-ის გამოყენებით მოხვდენენ საძიებო სისტემის შედეგების მოწინავე ოფციებში.
long-tail keyword-ი გეხმარება აღწეროს შენი კონტენტის სათაური უფრო ზუსტად და დეტალურად, რაც დაგეხმარება მიიზიდო კონკრეტული სამიზნე აუდიტორია შენს ვებსაიტზე.
Long-tail keyword-ის შესაქმნელად შეგიძლია გამოიყენო ისეთი სიტყვები, როგორიცაა:
რა არის.....
როგორ......
10 საუკეთესო საშუალება.....
შედარებისთვის მოკლე და long-tail keyword-ები ასე გამოიყურება:
მოკლე- seo
Long-tail keyword- რა არის Seo, სრულყოფილი სახელმძღვანელო
ასეთი ტიპის keyword-ების მოძებნა შესაძლებელია ფორუმებზე ან სხვადასხვა SEO პლათფორმების გამოყენებით, რომლებიც დააგენერირებენ ამ ტიპის keyword-ებს.
მათი გამოყენება შენ შეგეძლება მეტა აღწერებში, ქვესათაურებში, როგორც მთავარი keyword-ი.
გარდა მთავარი keyword-ების მოძებნისა, შენ ასევე დაგჭირდება მოძებნო სხვა, მეორადი სახის ტერმინები, რომლებიც დაკავშირებულია მთავარ keyword-თან. აღნიშნული პრაქტიკა დაგეხმარება გახვიდე უფრო დიდ სამიზნე აუდიტორიაზე და გაზარდო შანსი, რომ პოტენციური ვიზიტორი სწორედ ამ რანგით მეორე, keyword-ით მოხვდება შენს საიტზე. აღნიშნული keyword-ები უნდა იყოს სინონიმები მთავარ ტერმინებად გამოყენებული სიტყვებისა, მაგალითად:
მთავარი keyword – seo
მეორადი keyword – on-page seo
კონტენტის შექმნა
ნებისმიერი seo კამპანია ვერ იქნება წარმატებული თუ მასთან ერთად ვიზიტორს არ შესთავაზებ მაღალი ხარისხის კონტენტს, რომელიც მათთვის ღირებული და ინფორმაციული იქნება.
პირველი რასაც მომხარებელი აფასებს შენ მიერ შექმნილი კონტენტია. შესაბამისად უნდა ფოკუსირდე შექმნა ისეთი ტიპის კონტენტი, რომელიც შეესაბამება მომხარებლის ინტერესს, იქნება უნიკალური სხვა ინტერნეტ სივრცეში არსებული მასალებისგან.
სხვაგვარად, რომ ვთქვათ შესთავაზებს ვიზიტორს გარკვეული სახის ღირებულებას, იქნება მათთვის გამოსადეგი.
იყო დამხმარე არის საუკეთესო ხელსაწყო, რათა მოიგო მკითხველის გული. მომხარებელი ყოველთვის დაინტერესებულია გარკვეული სახის ღირებულებით.
წარმატებული კონტენტის შესაქმნელად აუცილებელია გაითვალისწინო თუ რა ტიპის კონტენტი მოსწონს შენს მომხმარებელს, ამის აღმოჩენის საუკეთესო გზა ერთი და იმავე ინდუსტრიაში არსებული კონკურენტების დაკვირვებით მიიღწევა.
შენ გჭირდება გაანალიზო თუ რა სახის ინფორმაციას აწვდიან ისინი მომხარებლებს. ასევე, კონტენტის რა ნაწილშია უკმაყოფილო მკითხველი, სადაც შენი მიზანია შეავსო აღნიშნული უკმაყოფილებები.
მაღალი კონკურენციის პირობებში უნდა შექმნა კონტენტი, რომელიც იქნება უკეთესი კონკურენტებთან შედარებით, იქნება უნიკალური და გამორჩეული ინდუსტრიაში არსებულ სხვა წყაროებთან მიმართებით.
თუ შენი მიზანია შექმნა მაღალი ხარისხის ბლოგები, გაგიზიარებ რამდენიმე სტრატეგიას, რომელსაც შეგიძლია მიმართო ყოველ ჯერზე, როცა დაიწყებ რაიმეს შექმნას:
ჩამონათვალი ტიპის ბლოგები- ბლოგის ტიპი, რომელიც დაფუძნებულია ჩამონათვალის სტრუქტურაზე. ასეთი ტიპის კონტენტი გამოსადეგია , რადგან მისი დამუშავება შედარებით მარტივია, ამასთანავე უზრუნველყოს პრაქტიკულ ინფორმაციას, რაც მომხარებლისთვის მიმზიდველად გამოიყურება.
სახელმძვანელო ბლოგები-ამ ტიპის კონტენტი არის მაღალი ხარისხის და სხვა კონტენტებთან შედარებით ღრმა შინაარსის მატარებელი. მსგავსი ტიპის კონტენტში გჭირდება მოიცვა ყველა სახის ელემენტი, რის შესახებაც აპირებ ბლოგის წერას. სახელმძვანელო ბლოგები ვიზიტორისთვის უნდა იყოს გამოსადეგი და სრულყოფილი, რომელიც სასაუბრო თემის ყველა კომპონენტს შეიცავს. ამ ტიპის კონტენტში აუცილებელია მოიცვა სანდო წაყროები, რომელთა დაყრდნობითაც შექმენი კონტენტს, ავტორიტეტულობის გასაზრდელად.
ვიზუალური კონტენტი- ამ ტიპის ბლოგი დაგეხმარება მოიპოვო უფრო მეტი ჩართულობა, ასევე გახდე მონიშვნადი და მოიპოვო პოპულარობა სოციალურ მედიაში. ვიზუალური კონტენტის მიზანია მიიპყროს მომხარებლის ყურადღება დაუყოვნებლივ, მათთვის მაღალი ხარისხის:სურათების, სქრინშოთებისა და ვიდეოების ჩვენებით.

კონტენტის ოპტიმიზაცია (on-page seo)
მას შემდეგ რაც შექმნი კონტენტს, შენი შემდეგი ნაბიჯია იმ ვებგვერდის ოპტიმიზაცია, რომელზეც განათავსე აღნიშნული კონტენტი. On-page seo ოპტიმიზაცია მოიცავს შემდეგი სახის კომპონენტებს,
·Keword-ების ინტეგრირება( სათაურის თაგებში, მეტა აღწერაში, url, ხმოვანი ძებნის ოპტიმიზაცია, სურათების alt tex-ში, ქვესათაურებში, კონტენტის ტექსტში)
აღნიშნული SEO სტრატეგია გაამარტივებს ინდექსირების პროცესს შენი ვებსაიტისა საძიებო სისტემისთვის და გააუმჯობესებს შენი ვებსაიტის მთლიან აღმოჩენადობას,
მოდი მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე:
· სათაურის თაგების ოპტიმიზაცია: SEO სტრატეგიში, სათაურის თაგის ოპტიმიზაციას გადამწყვეტი მნიშნველობა ენიჭება, რადგან ის როგორც მკითხველს, ამსათანავე საძიებო სისტემას აწვდის ინფორმაციას თუ რის შესახებაა აღნიშნული ვებსაიტის გვერდი.
სათაური არის პირველი ეფექტი , რომელსაც გავლენა აქვს მკითველზე.
შესაბამისად სათაურის თაგისთვის უნდა ავარჩიოთ მთავარი keyword-ი, რომელსაც აქვს მაღალი ძებნის მოცულობა და შედარებით ნაკლები კონკურენტობა. Keyword-ი უნდა განათავსო სათაურის დასაწყისში, რაც შეიძლება წინ.
· მეტა აღწერილობა- ეს არის მეტა თაგის html ელემენტი, რომელიც მომხარებელს აწვდის მოკლე მიმოხილვას თუ რის შესახებაა გვერდი, სხვაგვარად რომ თქვათ ის არის მოკლე შეჯამება ვებგვერდის. მეტა აღწერილობა ჩნდება საძიებოს სისტემის შედეგებში, ფრაგმენტის სახით სათაურის თაგის ქვემოთ.
მეტა აღწერა გარდა იმისა, რომ უნდა იყოს ოპტიმიზირებული მთავარი keyword--ით, ამასთანავე ის უნდა იყოს შინაარსობრივად საკმარისად მიმზიდველი მკითხველისთვის , გააღვივოს მათში ცნობისმოყვარეობა და აცნობოს მათ, რომ აღნიშნულ ვებსაიტზე ნამდვილადაა ღირებული ინფორმაცია.
ბონუს რჩევა:
-
ყოველ გვერდს უნდა გააჩნდეს თავისი უნიკალური მეტა აღწერილობა
-
მეტა აღწერილობა უნდა იყოს ყოველთვის კონრეტული, რომელიც მკითხველს სპეციფიურ ინფორმაციას მიაწვდის.
რა არის მთავარი კომპონენტები კონტეტის ოპტიმიზაციისთვის SEO- ში ?
როგორც, უკვე ვახსენეთ, on-page seo ასევე მოიცავს კონტენტის ტექსტის ოპტიმიზაციას, რაშიც ნაგულისმევია ბლოგის იმგვარი ოპტიმიზირება რაც მარტივად ინდექსირებადს გახდის საძიებოს სისტემის ბოტებისთვის, ამასთანავე მომხარებლებისთვის იქნება უფრო მარტივად დასამუშავებელი( user friendly).
· On-page seo-ს ერთ-ერთი სტრატეგიაა მთავარი keyword-ების გამოყენებაა პირველ 150-200 სიტყვაში, ეს დაგეხმარება საძიებო სისტემამ უკეთ განსაზღვროს თუ რის შესახებაა კონტენტი.
· ამსათანავე ტექსტი არ უნდა იქნას გადატვირთული მხოლოდ keyword-ებით და უგულვებელყოფილი იქნას მისი შინაარსობრივი ნაწილი,
არსებული კონტენტი უნდა იყოს ბუნებრივად წასაკითი, რაოდენობით 1500დან2500 სიტყვამდე, რაც შეეხებ keyword-ების გამეორებას ტექსტში, საუკთესო ვერსია იქნება
დაახლოებით 10 ჯერ გამოყენება მთლიან ბლოგში.
· გამოიყენე keyword-ები, რომელბიც შეესაბამება მომხარებლის ძიების ინტერესს.
· გვერდის მაღალი ადგილის დაკავებისთვის, ტექსტში აქტიურად გამოიყენე მეორადი keyword-ები, რომლებიც მსგავსია მთავარი ტერმინებისა.
ხმოვანი მძებნელებისთვის ვებსაიტის ოპტიმიზირება
ხმოვანი მძებნელებისთვის ვებსაიტის ოპტიმიზირება მნიშნველოვანი SEO პრაქტიკაა . თანამედროვე რეალობაში, ხმოვანი ძებნა ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია, შესაბამისად მისი ოპტიმიზირება წარმატებული SEO სტრატეგიისთვის მნიშნველოვან ელემენტს წარმოადგენს , ამისათვის გჭირდება მიჰყვე შემდეგ ნაბიჯებს:
· გამოიყენე long-tail keyword-ები: ხმოვანი ძიებისას ვიზიტორები იყენებენ შედარებით დეტალურ ძიებებს და წინადადებებს, შესაბამისად long-tail keyword-ების გამოყენება შესანიშნავი გზაა ხმოვანი ძებნის ოპტიმიზაციისთვის
· ოპტიმიზაცია გამორჩეული ფრაგმენტების(feature snippets): გამორჩეული ფრაგმენტები არის მოკლე შეჯამება ვებგვერდის კონტენტისა, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ იმ გვერდებისთვის, რომლებიც იკავებენ მაღალ ადგილს საძიებო სისტემის შედეგების ველში .

სურათის ოპტიმიზაცია (SEO)
სურათის ოპტიმიზაცია on-page seo-ს ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტია.აუცილებელია არსებული სურათების ოპტიმიზაცია თუ ქმნი კონტენტს ბევრი ვიზუალით. კარგად ოპტიმიზირებული მედია ეხმარება საძიებო სისტემას უკეთ გაიგოს თუ რის შესახებაა არსებული კონტენტი. სურათის ოპტიმიზაცია მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
· სურათის Alt ტექსტის შესაბამისი keyword-ებით ოპტიმიზაცია-აღნიშნული მიდგომა დაგეხმარება დამატებითი დეტალების უზრუნველყოფისთვის. Alt ტექსტი უნდა იყოს ოპტიმიზირებული რელევანტური keyword-ებით . აღნიშნული პრაქტიკის დადებით მხარე მდგომარეობს, იმ მომხარებლების დამატებითი კომფორტის უზრუნველყოფისთვის , რომლებიც საიტის ჩატვირთვის დაყოვნებისას გაიგონ თუ რის შესახებაა აღნიშნული ფოტოები
· კონტენტში გამოიყენე ის სურათები და სქრინშოთები, რომლებსაც აქვთ ზუსტი და შესაბამისი ფაილის სახელი, რომელიც დაკავშირებულია გვერდის სასაუბრო თემასთან.
· კონტენტში გამოიყენე ორიგინალი სურათები - აღნიშნული სტრატეგია მოგცემს დამატებით ბუსტს დაიკავო მაღალი ადგილი საძიებო სისტემის შედეგების ველში.
· აირჩიე სწორი ფორმატი სურათისთვის(JPEG, PNG, GIF, და სხვა).

რჩევები როგორ შექმნა SEO-მეგო ბრული URL სტრუქტურა
მოდი ვისაუბროთ URL სტრუქტურის ოპტიმიზაციაზე,
SEO კამპანიაში უდიდესი მნიშნვნელობა აქვს სტრუქტურიზებული და ოპტიმიზირებული URl მისამართის ქონას,
ოპტიმიზირებული URL-ი ამჯობესებს საიტის ხილვადობას საძიებო სისტემაში და ზრდის საიტის რანგს საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე.
სტანდარტული საიტის მისამართი გამოიყურება შემდეგნაირად:
ვებსაიტის(სახელი).ge/გვერდის(სახელი-ოპტიმიზირებული Keyword-ით)
მაგალითად- sabasdigital.ge/seo-სახელმძღვანელო
თუ შენ გაქვს კატეგორიები ვებსაიტზე, მაშინ URL სტრუქტურა გამოიყურება შემდეგნაირად:
ვებსაიტის(სახელი).გე/კატეგორიის(სახელი)/გვერდი
მაგალითად: sabasdigital.ge/ბლოგი/seo-სახელმძღვანელო
შენი მიზანია მოახდინო URl ოპტიმიზაცია, როგორც საძიებო სისტემისთვის ამასთანავე მომხმარებლებისთვის.
ოპტიმიზირებული URL სჭირდება იყოს:
· მოკლე
· კარგად სტრუქტურირებული
· ზუსტად გამდოსცემდეს გვერდის კონტენტს
· ოპტიმიზირებული მთავარი Keyword-ით
ოპტიმიზირებული საიტისთვის აუცილებელია თითოეულ გვერდს გააჩნდეს თავისი უნიკალური URL, რაც საშუალებას მოგცემს გქონდეს რამდენიმე კატეგორიები ვებსაიტზე,
აღნიშნული მიდგომა დაგეხმარება საიტი გახდეს უფრო მარტივად აღსაქმელი და ინდექსირებადი საძიებო სისტემის ბოტების მიერ.
რა არის technical seo?
ამ ნაწილიში, შენ აღმოაჩენ არსებით ელემენტებს
წარმატებული ტექნიკური Seo კამპანიისთვის,
გვერდის ჩატვირთვის სისწრაფე
საიტის არქიტექტურა,
Xml საიტის რუკა
და სხვა.

Technical Seo ორიენტირებულია ვებსაიტის ტექნიკური ასპექტების ოპტიმიზაციაზე , აუმჯობესებს საიტის ხილვადობას და ზოგადი პერფორმანსს. ზოგადი განმარტებით, აღნიშნული SEO განხრა ეხმარება საიტს დააკმაყოფილოს ის ტექნიკური მოთხოვნილებები, რაც საჭიროა საძიებო სისტემის ბოტების მიერ საიტის ინდექსირებისთვის.
რატომაა მნიშვნელოვანი Technical SEO
საიტი, რომელიც მომხარებლების მხრიდან არის რთულად სანავიგაციო, იტვირთება ნელა, მისი სტრუქტურuლი წყობა არის არეული, დაიკავებს დაბალ ადგილს Google-ის შედეგების საძიებო ველში.
შესაბამისად კარგად ორგანიზებული საიტის ქონისათვის აუცილებელია ფოკუსირდე იმ ყველა არსებით მხარეებზე რასაც technical seo მოითხოვს.
რაც შეეხება მის შემადგენელ ელემენტებს, შენი სამუშაო პროცესი ამ შემთხვევაში მოიცავს:
• საიტის ჩატვირთვის სიჩქარის ოპტიმიზაცია
• საიტის სანავიგაციო მენიუს შექმნა
• ოპტიმიზირება საიტის მობილურით ვიზიტორებისთვის
• HRflag-ის დაყენება
• საიტის რენდერინგის უზრუნველყოფა
• საიტის არქიტექტურა
• Schema markup-ით ოპტიმიზაცია
რა არის საიტის არქიტექტურა და რატომაა ის მნიშნველოვანი?
საიტის არქიტექტურა განსაზღვრავს არის თუ არა ვებგვერდი სტრუქტურირებული და ორგანიზებული. მისი ოპტიმიზირება მოითხოვს, იერარქიის შექმნას საიტზე, გვერდების განაწილების დაგეგმარება, ვებსაიტის ნავიგაციის აწყობა.
შესაბამისად, როდესაც იწყებ ვებსაიტის technical seo-თი ოპტიმიზირებას შენი სასტარტო ნიშნულია საიტის არქიტექტურის შექმნა.ის არის ხერხემალი ყველა საიტისა, რომელზეც აპირებ დააშენო შემდეგი სტრატეგიები.
მოწესრიგებული საიტის არქიტექტურა ხდის ვებსაიტს შედარებით მარტივად აღმოჩენადს და ინდექსირებადს, საძიებო სისტემის ბოტების მხრიდან.
რაც შეეხება კონკრეტულ მიდგომას, თუ რა ტიპის არქიტექტურა უნდა შექმნა საიტებისთვის,
ყოველთვის გამოიყენე ბრტყელი საიტის არქიტექტურის ტიპი, სადაც გვერდები ერთმანეთისგან დაშორებულები არიან 3-4 დაწკაპუნებით. ამ ტიპის წყობაში, საიტზე არსებული ყველა გვერდი დგას ერთ დონეზე, დამატებითი ქვეგადამისამართებების გარეშე.
ბრტყელი საიტის არქიტექტურის მეშვეობით, ვიზიტორი შეძლებს გადავიდეს საიტზე არსებულ მისთვის სასურველ გვერდზე, მთავარი გვვერდიდან(Homepage) , რამოდენიმე დაწკაპუნების საშუალებით.
ბრტყელი არქიტექტურის ასაწყობად, გჭირდება სტრატეგიულად გამოიყენო საიტზე არსებული შიდა ლინკები,რათა დაუკავშირო მსგავსი შინაარსის მქონე გვერდები ერთამანეთს.
აღნიშნული მიდგომა დაგეხმარება, რომ მომხმარებელმა აღმოაჩინოს უფრო მეტი კონტენტი, ხოლო საძიებო სისტემის მხრიდან უფრო მარტივად გახდეს აღსაქმელი თუ რის შესახებაა ესა თუ ის გვერდი.

მნიშვნელობა HTTPS პროტოკოლის
HTTPS უზრუნველყოფს, რომ მონაცემები, რომელთა გაცვლაც ხდება მომხარებლებსა და საიტს შორის არის დაცული და დაშიფრული პოტენციური კიბერშეტევისგან ან მონაცემთა ქურდობისგან,
SEO ოპტიმიზაციისთვის, საიტის HTTP პროტოკოლით დაცვას აქვს დამატებით ბუსტი საიტის მდგომარეობისთვის.
შესაბამისად სანდოობის და ავტორიტეტულობის მოსაპოვებლად, საიტის HTTP პროტოკოლით უზრუნველყოფა არის შესანიშნავი ოფცია, საძიებო სისტემის შედეგების ველში მაღალი ადგილის მოსაპოვებლად.
ვებსაიტის ჩატვირთვის სისწრაფის ოპტიმიზაცია
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს შენი საიტის მუშაობის ეფექტურობასა და გამართულობას, ესაა საიტის ჩატვირთვის სისწრაფე. აღნიშნული ნაწილი ტექნიკური seo-ს პრეროგატივაა.
მოცემულ შემთხვევაში ყურადღება უნდა გაამახვილო საიტის სიწრაფის ოპტიმიზაციასა და ჩატვირთვის დროის ხანგრძლივობის შემცირებაზე,
არსებობს რიგი საშუალებები საიტის სისწრაფის გასაუმჯობესებლად , ესენია:
• სურათების მოცულობის შემცირება მათი დაკომპრესებითა და ზომის შეცვლით
• თანამედროვე მედია ფორმატის გამოყენება, უკეთესი დაკომპრესებისთვის (WebP)
• მოცილება მესამე ნაწილის სკრიპტების (third party scripts)
• მოცილება არასაჭირო კოდების და კომენტარების
• კომბინირება რამოდენიმე CSS და javascript ფაილების ერთ ფაილში
• გამოყენება CDN-ის
საიტის საერთო მოცულობის შემცირება არის შესანიშნავი მეთოდი მისი ტექნიკური ოპტიმიზაციისთვის, რომელიც ვებსაიტს გახდის ვიზიტორებისთვის user friendly-ის.
საიტის ოპტიმიზირება მობილურებისთვის
თანამედროვე რეალობაში მობილური ტელეფონი ყველაზე გამოყენებადი მოწყობილობაა, შესაბამისად პრიორიტეტულია ნებისმიერი საიტის ოპტიმიზირება, რათა ის გავხადეოთ mobile-friendly.
აღნიშნულის ოპტიმიზაცია დადებითად აისახება მომხარებლის მხრიდან საიტთან ინტერაქციის მიმართებით, ამასთანავე საერთო განლაგებაზე საძიებო სისტემის შედეგების ველში,
იმისთვის, რომ დარწმუნდე ვებსაიტი არის მობილური მოწყობილობებისთვის შესაბამისი და ორგანიზებული, ამისათვის შეგიძლია გამოიყენო უფასო ხელსაწყო- Google search console, ასევე შეაფასო თუ როგორ გამოიყურება კონტენტი მობილურიდან, შეამოწმო ფოტო-სურათები და საიტის დეკორაციისთვის გამოყენებული ფონები.
დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას,რომ საიტის seo ოპტიმიზირება მობილური მოწყობილობებისთვის შენს SEO კამპანიას აიყვანს სხვა დონეზე, სხვა შემთხვევაში შენი ვებსაიტი განიცდის მნიშვნელოვან ჩამოქვეითებას საძიებო სისტემის შედეგების ველზე.
როგორ გამოიყენო xml საიტის რუკა წარმატებული seo კამპანიისთვის?
მანამ აღნიშნულ პროცესზე ვისაუბრებდეთ, აუცილებლია განვმარტოთ თუ რა არის xml საიტის რუკა და რატომაა ის მნიშნვნელოვანი technical seo-სთვის.
Xml საიტის რუკა არის ფაილი, რომელიც მოიცავს ვებსაიტის ყველა URL-ის ჩამონათვალს და უზრუნველყოფს დამატებით მეტა მონაცემს თითოეულ მათგანზე, როგორიცაა სიხშირე ცვლილებების, პრიორიტეტულობა თითოეული გვერდის და სხვადასხვა მონაცემების უკანასკნელ ცვლილებების ,
ის არის შესანიშნავი მეთოდი საიტის მფლობელებისთვის რომ ნათლად წარმოუჩინოს Google-ის საძიებო სისტემის ალგორითმს ყველა არსებითი ინფორმაცია ვებსაიტისა, მისი სტრუქტურის თუ კონტენტის შესახებ.

Xml საიტის რუკა არის ერთ-ერთი მთავარი წყარო Google-ის საძიებო სისტემისთვის იპოვოს საიტზე არსებული URL-ი,
მათ შესაქმნელად შეგიძლია გამოიყენო ორი სხვადასხვა მეთოდი:
• ხელით, ტექსტის ედითორის გამოყენებით ან xml ედითორით
• გამოიყენო სხვადასვა ონლაინ ხელსაწყო, რომლებიც აგენერირებენ xml საიტის რუკებს, მათი მუშაობის პროცესი შემდეგნაირად გამოიყურება, აღნიშნული ონლაინ ხელსაწყოები თავდაპირველად ახდენენ საიტის ამოცნობას და შემდგომ ქმნიანს საიტის რუკას დაფუძნებული ამ უკანასკნელის სტრუქტურაზე.
Xml საიტის რუკის შექმნისას დარწმუნდი, რომ იყენებ სწორ xml თაგებს და ატრიბუტიკას.
რატომაა პრობლემა დუბლირებული კონტენტი seo-სთვის
დუპლიკატირებულ კონტენტს აქვს უარყოფითი გავლენა ნებისმიერ ვებსაიტზე, შესაბამისად შენი მიზანია შექმნა ახალი და უნიკალური კონტენტი,
წინააღმდეგ შემთხვევაში შენი მდგომარეობა Google-ის საძიებო სისტემის შედეგების ველზე მნიშვნელოვნად ჩამოქვეითდება,
საკითხის უკეთ გააზრებისთვის კი ზუსტად განვმარტოთ თუ რას წარმოადგენს დუპლიკატირებული კონტენტი
აღნიშნული ტიპის შემთხვევა გვაქვს მაშინ, როდესაც სახეზეა ორი ერთმანეთის იდენტური და მსგავსი კონტენტი, რომელიც თანაარსებობს ორ სხვადასხვა საიტზე.
როდესაც გარკვეულ თემაზე ინტერნეტ სივრცეში ერთდროულად არსებობს მსგავსი კონტენტები, ალგორითმს უჭირს განსაზღვროს პრიორიტეტულობის მიხედვით,თუ რომელმა კონტენტმა უნდა დაიკავოს მაღალი ადგილი საძიებო სისტემის შედეგების ველში,
რაც შეეხება იმ კონტენტს, რომელიც დუპლიკატირებულია და გსურს არ მოხდეს მისი ინდექსირება საძიებო სისტემის ალგორითმის მიერ, ამ შემთვევაში შენ დაამატებ მათზე ,,არა ინდექსის’’ თაგს(noindex tags).
რა არის off-page seo?
ამ ნაწილში შენ გაიგებ თუ როგორ
მუშაობს off-page seo,
ნახავ ყველა საბაზისო ასპექტებს
Off-page seo-ს განსახორციელებლად:
როგორ მოიპოვო ლინკები სხვა ვებსაიტებიდან
როგორ დაუკავშირდე ცნობილ პიროვნებებს შენს ინდუსტრიაში
როგორ გახდე მონიშვნადი
როგორ გაზარდო შენი ბრენდის ავტორიტეტი
მიიღო შანსი სხვა ვებსაიტზე შენი ბლოგის დაწერის(Guest bloging)

Off-page seo არის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი seo ოპტიმიზაციისა, მისი მიზანია გაზარდოს საიტის ცნობადობა ვებსაიტის გარეთ განხორციელებული ძალისხმევებით,
ააშენოს სანდოობა და შექმნას შესაძლებლობა საიტი მოხვდეს მოწინავე რიგებში, საძიებო სისტემის შედეგების ველზე.
საბაზისო off-page seo კამპანია მოიცავს გააუმჯობესოს საიტის E-A-T მაჩვენებელი, გავიდეს ახალ აუდიტორიაზე, რომლებმაც ჯერ არ იციან
შენი ბრენდის შესახებ.
Off-page seo ოპტიმიზაცია შედგება:
ლინკების აშენებით
კონტენტ მარკეტინგი
ინფლუესერთან დაკავშირება
სხვა საიტზე სტუმრად ბლოგის დაწერა
სოციალური მედია მარკეტინგი
და
შენი ბრენდის მონიშვნების მიღწევა სხვადასხვა საიტებზე,
მოდი მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე:
რატომაა მნიშნვნელოვანი ლინკების მოპოვება seo-სთვის?
ტერმინი ლინკების მოპოვება (link building) არის ერთ-ერთი მნიშნვნელოვანი ასპექტი off-page seo- ში , ის მიზნად ისახავს გახდე დალინკვადი სხვა მაღალკვალიფიციური და ავტორიტეტული ვებსაიტებიდან,
ამ პროცესით შენ მოიპოვებ და გაზრდი ბრედნის სანდოობას, რადგან Google-ის საძიებო სისტემის ალგორითმი ანიჭებს უპირატესობას იმ საიტებს რომლებიც არიან დალინკულები მაღალი სანდოობის საიტებიდან.
შესაბამისად ნებისმიერ საიტის მფლობელისთვის მნიშნველოვანია მოიპოვოს ასეთი ლინკები რაც შეიძლება მეტი,
აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლინკების მოპოვებამ ისეთი საიტებიდან, რომლებიც არ სარგებლობენ დიდი ტრაფიკითა და ავტორიტეტულობით, ვერ მოახდენენ რაიმე პოზიტიურ გავლენას შენს ვებსაიტის მდგომარეობაზე.
ახლა კი გიჩვენებ რამდენიმე დამხმარე სტრატეგიას თუ როგორ მოიპოვო აღნიშნული ტიპის ლინკები:
1. შექმენი ღირებული და რეალურად დამხმარე კონტენტი- როდესაც ახორციელებ off-page seo-ს მნიშნველოვანია გქონდეს გამორჩეული და მაღალი ხარისხის კონტენტი, ამისათვის ჩაატარე კვლევა არის თუ არა შენ მიერ შესაქმნელი კონტენტი აქტუალური , ჩაატარე ვიზიტორის კვლევა, keyword კვლევა, შემდეგ დააკვირდი კონკურენტებს, რომლებიც ქმნიან მსგავსი ტიპის კონტენტს
მოძებნე ის სივრცე სადაც მათი მომხმარებლები არიან უკმაყოფილო და შეავსე ისინი შენ მიერ შექმნილი გაუმჯობესებული ნაწილებით,
მსგავსი პრაქტიკა დაგეხმარება იყო გამორჩეული შენს ინდუსტრიაში და აღმოჩნდე უფრო მეტად დალინკვადი
2. შექმენი კონტენტი, რომელც მოიცავს რაც შეიძლება სანდო და მაღალი ხარისხის მონაცემებს ან სტატისტიკას, რადგან ასეთი ტიპის ბლოგები ხშირად არიან გამოხმაურების და დალინკვის ადრესატები.
აღნიშნული სტრატეგიები დაგეხმარება ააშენო ლინკები სრულიად ბუნებრივად, რადგან შენ მიერ შექმნილი ბრენდი და კონტენტი იმ ინდუსტრიაში, რომელში მოღვაწეობ, გახდება დამხმარე საშუალება ნებისმიერი სხვა საიტისთვის.

ინფლუესერთან დაკავშირება
ინფლუესერთან დაკავშირება გაზრდის შენი ბრენდის საერთო ცნობადობასა და გამოხმაურებას,
მოგცემს შესაძლებლობას გახვიდე ფართო აუდიტორიაზე,
დაუკავშირდი იმ პერსონებს, რომლებსაც აქვთ მნიშნვენლოვანი გავლენა ინდუსტრიაში, მათთან დაკავშირება შეგიძლია სოციალური მედიიდან ან მეილის მეშვეობით, ეგრეთწოდებული cold ემაილით.
ახლა კი გაჩვენებ თანმიმდევრობით, როგორ განახორციელო ინფლუესერთან დაკავშირება წარმატებული off-page seo სტრატეგიისთვის:
· აღმოაჩინე შესაბამისი პერსონები- მოძებნე რელევანტური პიროვნებები რომლებიც მოღვაწეობენ შენს ინდუსტრიაში, ყურადღება გაამახვილე მათზე,რომელთაც აქვთ დიდი გავლენა თავიანთ ფართო აუდიტორიაზე
· წინასწარ განსაზღვრე ის პრიორიტეტები და მიზნები, რომლის გამოც გსურს მათთან დაკავშირება
· შემდეგ დაუკავშირდი მათ - კარგად ორგანიზებული და შედგენილი ტექსტით, იყავი პირდაპირი და ზრდილობიანი, შეეცადე შენი სათქმელი გადმოსცე ლაკონურად და მზად იყავი შემდგომი დაკავშირებებისთვის. ნათლად გამოხატე პატივისცემა, რომ აფასებ მათ სამუშაოს და როგორ აისახება თქვენს შორის კოლაბორაცია ორივე მათგანზე დადებითად.
· გამოხატე მადლიერება მაშინვე,როცა მიიღებ მათგან პასუხს
როგორ მოვიპოვო სხვა საიტზე ბლოგის დაწერის შესაძლებლობა
Guest blogging იგივე, რაც სხვა საიტზე ბლოგის დაწერა, არის შესანიშნავი შანსი დაბუსტო შენი ცნობადობა და გახდე უფრო აღმოჩენადი,
აღნიშნული პრაქტიკა კარგია, როგორც შენი ბრენდისთვის, ამასთანავე იმ საიტისთვის, რომელზეც შენ აპირებ რაიმეს დაწერას. მსგავსი მიდგომა გეხმარება გახვიდე ფართო აუდიტორიაზე, დაამყარო ავტორიტეტი შენს ინდუსტრიაში.
Off-page seo-ს ამ შემდაგენელი ნაწილის განხორციელება მოითხოვს შემდეგი ელემენტების დაცვას:
1. შეეცადე წერო ისეთ საიტებზე,რომლებიც დაკავშირებულია შენს ინდუსტრიათან, შექმენი ისეთი ტიპის კონტენტი, რომელიც იქნება ღირებული სამიზნე აუდიტორიისთვის
2. აღნიშნული პრაქტიკა გამოიყენე მხოლოდ მაღალი ავტორიტეტის მქონე საიტებისთვის, სხვა შემთხვევაში წერა არასანდო და დაბალ ტრაფიკიანი ვებგვერდებისთვის ვერ მოგცემს რაიმე სასარგებლო ბენეფიტს
3. წარმოუდგინე შენი იდეა იმ საიტის ფლობელს, რომელ საიტზეც აპირებ რაიმეს შექმნას, აჩვენე მას ლაკონური, მოკლე ვერსია და წარმოუდგინე თუ რა არის ამ კონტენტის მთავარი შესათავაზებელი ღირებულება მკითხველისთვის
4. გააპიარე აღნიშნული კონტენტი სოციალური მედია პლათფორმების მეშევეობით, დაამატე მცირე ინფორმაცია შენს შესახებ, როგორც ავტორის და მოკლე აღწერა შენი პროფესიული კარიერის
შეეცადე არ გადატვირთო შენი კონტენტი ბევრი ლინკებით
როგორ მოვიპოვოთ broken linke-ები
Broken line-ების მოპოვება არის მოსახერხებელი off-page seo სტრატეგია, აღნიშნული პროცესი შემდეგნაირად გამოიყურება:
პირველ რიგში გჭირდება აღმოაჩინო ისეთი საიტები, რომლებიც მოღვაწეობენ შენს ინდუსტრიაში, იყენებენ backlink-ებს თუმცაღა უკანასკნელნი გამართულად არ მუშაობენ.
მათი აღმოჩენის შემდეგ, დაუკავშირდი მოცემული საიტის მფლობელს და შესთავაზე მათ, გაფუჭებული ლინკების ჩანაცვლება ახლით, რომელზეც შენი კონტენტი იქნება განთავსებული,
ახლა კი გაგიზიარებ რამდენიმე რჩევას თუ როგორ უნდა აღმოაჩინო გაფუჭებული ან მკვდარი ლინკები ვესბაიტის გვერდებზე:
· პირველი მეთოდია თავადვე მოძებნო საიტები და მათ გვერდებზე არსებული ლინკები შეამოწმო
· მეორე ესაა გამოიყენო ონლაინ ხელსაწყოები, რომლებიც ამოწმებენ საიტებს, გააჩნიათ თუ არა გაფუჭებული ლინკები
· გამოიყენე სოციალური მედია პლათფორმები- შეამოწმე აქვს თუ არა ვებსაიტს სოციალური მედია ბათონები, გადადი მასზე და შეამოწმე მათ სოციალურ ქსელების გვერდებზე განთავსებული პოსტების ლინკები
როგორ მოვიპოვოთ ჩვენი ბრენდის მონიშვნები ონლაინ
იყო მონიშნული ან მოხსენიებული ავტორიტეტული საიტების მხრიდან, მნიშნველოვნად ზრდის შენ მდებარეობას საძიებო სისტემის შედეგების ველზე.
აღნიშნული სტრატეგია, off-page seo ოპტიმიზაციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია,
მის განსახორციელებლად შეგიძლია მიმართო ამ ორიდან ერთ-ერთ სტრატეგიას:
· შექმენი კონტენტი, რომელიც შეიცავს მრავალ ვიზუალს, იქნება ეს ინფოგრაფიკები, სქრინშოთები, მაღალი ხარისხის მედია თუ სხვა სახის ვიზუალი , ეს დაგეხმარება გახდე გაზიარებადი.
·
გარდა მონიშვნების მოპოვებისა, ამასთანავე საჭიროა დაამონიტორინგო თუ რა სახის გამოხმაურებები არსებობს შენზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრენდის უარყოფითი მოხსენიება გამოიწვევს სანდოობისა და ავტორიტეტულობის დაკარგვას.
მონიტორინგის ჩასატარებლად შეგიძლია გამოიყენო Google alerts-ი და სოციალური მედია, რათა გაზომო შენი ბრენდის მონიშვნები,
დადებითი გამოხმაურებების შემთხვევაში შეეცადე გამოხატო საპასუხო დადებითი რეაქცია ამ პიროვნებების მიმართ.

როგორ გამოვიყენო სოციალური მედია seo-სთვის?
სოციალური მედია პლათფორმების გამოყენება არის ერთ-ერთი ეფექტური გზაა off-page seo-ს განსახორციელებლად.
აღნიშნული მიდგომა დაგეხმარება გაზარდო ბრენდის ხილვადობა და გახდე გაზიარებადი სხვადასხვა პლათფომრებზე, საბოლოოდ კი მიიღო უფრო მეტი ჩართულობა.
სოციალური მედია როგორიცაა:facebook, twitter ან Instagram გიხსნის შესაძლებლობას მიაღწიო ახალ სამიზნე აუდიტორიას და გააორმაგო საიტის ცნობადობა,
იმისათვის, რომ პლათფორმები ეფექტურად გამოიყენო გჭირდება მიჰყვე შემდეგ სტრატეგიას:
· რეგულარულად გააზიარე შენი კონტენტი სხვადასხვა სოციალურ მედია პლათფორმებზე
· მოახდინე შენი სოციალური მედია გვერდების ოპტიმიზირება, აღწერე თუ რას საქმიანობ, დაამატე ლინკი შენი ვებსაიტის
· შექმენი საზოგადოება (community)- ააშენე მათთან მჭიდრო ურთიერთობა, გქონდეს ინტერაქცია და გაუზიარე მათ სხვადასხვა ღირებული ინფორმაცია
· მიიღე მონაწილეობა შენს ინდუსტრიაში არსებულ დიალოგებში, გამოიყენე რელევანტური სოციალური მედია ჯგუფები,
· აქტიურად გამოიყენე სოციალური მედია თუ შენი ბრენდი ატარებს ისეთი სახის ღონისძიებებს, როგორიცაა: ვებინარები, ივენთები, სხვადასხვა ონლაინ აქტივობები.
რა არის local seo ?
ამ სექციაში აღმოაჩენ რატომაა
Local seo მნიშნველოვანი ადგილობრივი
ბიზნესებისთვის,
გაიგებ:
როგორ მოახდინო ადგილობრივი მონიშვნა
როგორ მოიპოვო ადგილობრივი ლინკები (local link building)
ოპტიმიზირება GOOGLE MAP PACK-ის,

local seo ოპტიმიზაცია არის უმნიშნველოვანესი seo კამპანიის ნაწილი ადგილობრივი ბინზესებისთვის, რომელთაც სურთ გაზარდონ ონლაინ მყოფადობა ინტერნეტ სივრცეში,
აღნიშნული seo-ს ტიპი მიმართულია მოახდინოს ვებსაიტის ოპტიმიზაცია
ადგილობრივი მომხარებლებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ერთი და იმავე ტერიტორიულ სივრცეში, სადაც აღნიშნული ბიზნესის რეალური ლოკაციაა.
რატომაა local seo მნიშნველოვანი?
local seo არის არსებითი შემადგენელი ნაწილი ბიზნესის წარმატებით ფუნქციონირებისთვის. როგორც გითხარი, local seo აუმჯობესებს ბიზნესის
ონლაინ მყოფადობას და ხდის საიტს უფრო მეტად ხილვადს ადგილობრივი მომხარებლისთვის.
მაგალითად, როცა ახორციელებ ისეთი სახის ბიზნესს, რომელიც მოიცავს: ვაჭრობას, არის რესტორანი , გარკვეული სერვისის პროვაიდერი ან სხვა, ამ შემთხვევაში ხდება პრიორიტეტული იყო ერთ-ერთი არჩევანი ადგილობრივი ვიზიტორებისთვის, რეალურ სივრცეში.
საიტის local seo-თი ოპტიმიზირება მოგცემს საშუალებას გაზარდო ბიზნესის სანდოობა და ცნობადობა, ისეთი პლათფორმების გამოყენებით როგორიცაა yelp, google და სხვა.

რა არის Google map pack-ი
როდესაც საუბარია local seo ოპტიმიზაციაზე მნიშნვნელოვანია შევეხოთ Google map pack-ის საკითხს და განვმარტოთ, თუ რა დატვირთვა აქვს შენი საიტის ოპტიმიზირებას აღნიშნული პლატფორმისთვის,
Google map pack ცნობილი, როგორც 3-pack-ი არის გამორჩეული პლათმორმა, გუგლის საძიებო სისტემის შედეგების ნაწილში, ძირითად შემთხვევაში ის გამოჩნდება, როდესაც მომხმარებელი ატარებს ადგილობრივ ძებნას საძიებო სისტემის ველში.
უკანასკნელი ეხმარება ვიზიტორებს აჩვენობს მათთვის ყველაზე რელევანტური და ახლო ბიზნეს თუ სხვა სახის დაწესებულებები.
Google map pack-ი გამოიყურება შემდეგნაირად: ის გიჩვენებს 3 სიას ადგილობრივი დაწესებულებისა და ჩამონათვალს მათი სახელის, ტელეფონის ნომრის, რეიტინგის და ლინკის თავიანთი ვებსაიტისა.
Google map pack-ისთვის საიტის ოპტიმიზირება პრიორიტეტულია ადგილობრივი ბიზნესის მქონე მფლობელებისთვის, რადგან ის შესანიშნავი ოფციაა წარუდგინოს მძებნელს მოკლე და ლაკონური ჩარჩო შესაბამისი ინფორმაციით, მაგალითად, როცა პოტენციური მომხმარებელი ეძებს გარკვეული სახის პროდუქტსა თუ სერვისს გარკვეული ადგილმდებარეობის მიხედვით.
შეჯამებისთვის,
საიტის ოპტიმიზირება Google map pack-ისთვის,დაგეხმარება წარმოდგე როგორც საუკეთესო და ყველაზე ახლო არჩევანი პოტენციური მომხმარებლისთვის.
როგორ განახორციელო local seo ოპტიმიზაცია ?
როგორც უკვე გითხარი, მთავარი მიზანი საიტის local seo-თი ოპტიმიზაციის გახლავს გაზარდო შენი ბიზნესის ადგილობრივი ხილვადობა და დაიკავო მაღალი ადგილი საძიებო სისტემის შედეგის გვერდზე,
აღნიშნული დაგეხმარება მიიზიდო ადგილობრივი პოტენციური მომხმარებელი, შენი ბიზნესის მდებარეობაზე დაყრდნობით.

შესაბამისად loca seo ოპტიმიზაციასთან ერთად ვიზიტორები ადვილად გაიგებენ შენი ბიზნეს დაწესებულების ფიზიკურ ლოკაციას.
Local seo ოპტიმიზაციისთვის მნიშნვნელოვანია შენი ვებსაიტი შეესაბამებოდეს იმ არსებით მოთხოვნებს როგორიცაა: სათაურის თაგების და მეტა აღწერების ოპტიმიზაცია, კონტენტის ოპტიმიზაცია ადგილობრივი ძებნის keyword-ებით,
კონკრეტულად:
· Nap citation (nap ოპტიმიზაცია)- აღნიშნული პროცესი მოიცავს შენი ბიზნესის: სახელის, მისამართის და ტელეფონის ნომრის დამატებას სხვადასხვა ონლაინ მიმართულებებსა და სოციალურ მედია პლათფორმებზე. რამდენიმე პლათფორმა მოიცავს yellowpages და yelp.
· მობილური მოწყობილობებისთვის ოპტიმიზაცია- დარწმუნდი, რომ შენი ვებსაიტი მუშაობს გამართულად მობილური მოწყობილობებისთვის
· ადგილობრივი link-ების აშენება: შეეცადე მოიპოვო ლინკები შენს ინდუსტრიაში არსებული სხვა ადგილობრივი წყაროებიდან. მიიღე მონაწილეობა ადგილობრივი ივენთებსა და კოლაბორაციებზე.
· ჩაატარე ადგილობრივი keyword კვლევა- წარმატებული local seo სტრატეგიისთვის გჭირდება ჩაატარო შესაბამისი კვლევა და აღმოაჩინო რელევანტური keyword-ები, რომლებიც შეესაბამება შენს ბიზნესსა და მომხმარებლის საძიებო ინტერესს.
· დააგროვე პოზიტიური გამოხმაურებები- წაახალისე კმაყოფილი მომხმარებლები გამოხატონ პოზიტიური გამოხმაურებები ისეთ პლათფორმებზე როგორიცაა: სოციალური მედია (facebook), yelp და სხვა. აღნიშინული feedback-ი კი აჩვენე შენს ვებსაიტზე. გარდა ამ პრაქტიკისა, ამასთანავე მნიშნვნელოვანია მათ გამოხმაურებებს უპასუხო დროულად და პროფესიონალურად, ეს ეხება, როგორც პოზიტიურ, ამასთანავე ნეგატიურ feedback-ს. შეეცადე დაამყარო და შეინარჩუნო კომუნიკაცია შენს მომხმარებლებთან.
· თვალყური ადევნე და გაანალიზე თუ როგორ მუშაობს შენი local seo სტრატეგია - ამისთავის შეგიძლია გამოიყენო ისეთი პლათფორმები, როგორიცაა: Google analytics, google search console და სხვა მსგავსი დანიშნულების პლათფორმები. მონიტორინგი შენი ვებსაიტის პერფორმანსისა თამაშობს უდიდეს როლს წამრატებულო seo ოპტიმიზაციის კამპანიისთვის, ამისათვის დააკვირდი, თუ როგორი გამოხმაურება აქვს მომხმარებლებს შენს საიტთან მიმართებით , ყურადღება გაამახვილე საიტის მუშაობის მეტრიკებზე, ეგრეთწოდებულ (conversion rates).
· გამოიყენე სოციალური მედია პლათფორმები- აღნიშნული სტრატეგია დაგეხმარება მიიღო უფრო მეტი ჩართულობა, მუდმივად გააზიარე შენი ბიზნესის განახლებები თუ გარკვეული სახის ივენთები.
ვიმედოვნებ აღნიშნული სახელმძღვანელო, SEO ოპტიმიზაციის შესახებ, შენთვის სასარგებლოა ,
