
იმეილ მარკეტინგი
სახელმძღვანელო 2025
საბა შვ ელიძე
აღნიშნულ სახელმძღვანელო ეხება
იმეილ მარკეტინგს,
აქ შენ გაიგებ:
როგორ შეიმუშავო იმეილ მარკეტინგის სტრატეგია,
როგორ შექმნა იმეილ ბაზა
როგორ შექმნა წარმატებული იმეილ კამპანია,
როგორ დაგზავნო მეილები

რა არის იმეილ მარკტინგი ?
იმეილ მარკეტინგი არის ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი ფორმა, რა დროსაც იმეილ მარკეტერი უგზავნის სხვადასხვა ტიპის მარკეტინგულ მეილებს მის ხელთ არსებულ იმეილ ბაზას, სიას(list), ეგრეთწოდებულ იმეილ გამომწერებს.
იმეილ მარკეტინგის დანიშნულება შეიძლება სხვადასხვა იყოს ეს, დამოკიდებულია საერთო მარკეტინგულ მიზნებზე, თუმცა ზოგადი მიზნებისთვის შეგვიძლია ავიღოთ
-
lead-ების გენერაცია
-
პროდუქტების გაპიარება
-
გაყიდვების წარმოება
-
lead-ების ზრდა(გარდაქმნა ჩვეულებრივი გამომწერის პოტენციურ მყიდველამდე)
-
სერვისების გაპიარება
-
მომხმარებელთან ურთიერთობის აშენება
და სხვა მარკეტინგული მიზნები....
იმეილ მარკეტინგი ერთი-ერთი ტრადიციული და ადრეული ფორმააა ციფრული მარკეტინგის, თუმცაღა მისი ეფექტურობა დღემდე გამოსარჩევია,
სხვა მარკეტინგულ სტრატეგიებთან შედარებით, იმეილ მარკეტინგი არის შედარებით დაბალ ბიუჯეტიანი თუმცა მაღალი შედეგების მომტანი ციფრული მარკეტინგის ფორმა.
email მარკეტინგი თავისი შინაარსით შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა ტიპის კამპანიებს, ეგრეთწოდებულ bulking მეილების დაგზავნას კონკრეტული სამიზნე აუდიტორიისთვის, რა დროსაც ვაგზავნით წინასწარ შედგენილ, მხოლოდ ერთ მარკეიტნგულ მეილს,
მაგალითად ახალ იმეილ გამომწერს უგზავნი მისასალმებელ მეილს, ეგრეთწოდებული welcome იმეილი.
მეორე არჩევანია იმეილ sequence-ების გაგზავნა, რა დროსაც წინასწარ გაწერილ მეილებს კონკრეტული კამპანიის ფარგლებში, ასევე წინასწარ დაგეგმილი დროის შუალედებში უგზავნი იმეილ გამომგწერებს,
და მესამე შედარებით ყველაზე რთულ იმეილ კამპანიის ფორმა, email campaign flow sequence-ები, იმეილ კამპანიის შედარებით დეტალიზებული და რთული ფორმა,
რა დროსაც იმეილ მარკეტინგული პლათფორმის საშუალებით, ვაწყობთ ავტომატიზირებულ მეილთა რიგს დაფუძნებული მომხმარებლის კონკრეტულ ქცევაზე, რომელიც ავტომატურად იგზავნება მომხმარებლის შესაბამის ქცვევაზე,
ამაზე უფრო დეტალურად მომდევნო სექციებში გაეცნობი,
იმეილ მარკეტინგის უპირატესობები
როგორც ზემოთ გაიგე, იმეილ მარკეტინგი საკმაოდ მრავალფეროვანი თუმცა ეფექტური მარკეტინგული ფორმაა, რა დროსაც სხვადასხვა მარკეტინგული მიზნის გენერაცია შედარებით დაბალ ბიუჯეტითაა შესაძლებელი სხვა ციფრული მარკეტინგის ფორმებთან შედარებთი,
მოდი უფრო დეტალურად მომოიხილე იმეილ მარკეტინგის უპირატესობები:
-
კამპანიის პერსონალიზება: სხვა ციფრული მარკეტინგის ფორმებთან შედარებით აქ შენ შეგიძლია პერსონალურ დონეზე გქონდეს კომუნიკაცია გამომწერებთან, სეგმენტიზირებული იმეილ ლისტის მეშვეობით, გაუგზავნო რელევანტური მეილები შესაბამის გამომწერებს, პირობითად გაუგზავნო მეილი სპორტული ტანსაცმლის კოლექციის შესახებ, შენი იმეილ ბაზიდან იმ გამომწერებს, რომელიც დაინტერესებულია მხოლოდ სპორტული ტანსაცმლით და აქსესუარებით.
-
დაბალ ბიუჯეტურობა- იმეილ მარკეტინგის მეშვეობით დაბალი ბიუჯეტითაც კი შეგიძლია მიაღწიო შენთვის დასახულ სასურველ მარკეტინგულ მიზნებს სხვა მარკეტინგულ ფორმებთან შედარებით. იმელ მარკეტინგი არის მარკეტინგული ფორმა რომელსაც შეუძლია დააგენერირროს ყველაზე მაღალი (Roi) მაჩვენებელი(-მიღებული მოგება ჩადებული ინვესტიციიდან). გარადა ამისა იმეილ მარკეტინგის პლათფორმები გვაძლევს საშუალებას მეტი პერსონალიზებისთვის გაუგზავნო მეილები შენს გამომწერებს პერსონალური მათი სახელებით.
-
მარტივად დაკვირვებადი და გაზომვადი- იმეილ მარკეტინგის პლათფორმები უზრუნველყოფენ, შენ მიერ განხორციელებული იმეილ მარკეტინგული კამპანიები იყოს მუდმივ რეჟიმში დაკვირვებადი და შეფასებადი, რათა მაქსიმალურად მოახდინო შენ მიერ გაწეული ხარჯების ეფექტურად განკარგვა, ასევე ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეიტანო ცვლილებები უკვე არსებულ თუ მომავალში განსახორციელებელ კამპანიებში.
-
ბრენდის ცნობადობის ზრდა და მომხმარებელთან კომუნიკაცია-კარგად დაგეგმილ და სტრატეგიულად შემუშავებულ მეილებს შეუძლია მნიშნველოვნად გაზარდოს შენი ბრენდის ლოიალურობა და ცნობადობა არსებულ გამომწერებში. იმეილ მარკეტინგის გამოყენებით შენ პერიოდულად შეგიძლია გზავნო გარკვეული სახის ღირებული მეილები, იქნება ეს სიახლეები, რჩევები თუ სხვა რამ, რომლითაც მუდმივ რეჟიმში შეინარჩუნებ გამომწერის მხრიდან ეგრეთწოდებულ engagement rate-ის მაჩვენებელს.
-
ავტომატიზირებულობა- და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, email მარკეტინგის მეშვეობით შენ შეძლებ დროის ეფექტურ გამოყენებას, კერძოდ მთლიანი იმეილ კამპანიის წინასწარ დაგეგმვას, აწყობას და ავოტმატიზაციას, რომლის ჩაშვებით შეგიძლია დააგენერირო შენთვის სასურველი მარკეტინგული მიზნები, ხელით ჩარევის გარეშე.ამ გზით შეინარჩუნებ პერსონალურობას, მეორეს მხრივ დაზოგავ უზარმაზარ დროს თითოეული მეილის ხელით დაგზავნის გარეშე.
იმეილ მარკეტინგის სტრატეგია
ამ სექციაში გაიგებ თუ როგორ მუშაობს იმეილ მარკეტინგი,
იმეილ მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება
სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა
იმეილ მარკეტინგის კამპანიის დაგეგმვა
და
იმეილ ბაზის შექმნა

როგორ მუშაობს იმეილ მარკეტინგი?
ახლა კი დროა გაეცნო თუ როგორ უნდა განახორციელო წარმატებული იმელ მარკეტინგული კამპანია, როგორ დაგეგმო და წინასწარ დაავტომატიზირო განსახორცელებელი მარკეტინგული კამპანიები
დავიწყოთ იმეილ მარკეტინგის სტრატეგიაზე და მის სწორად და ეფექტურად შემუშავებაზე საუბარი......
იმეილ სტრატეგიის შემუშავება
ნებისმიერ წარმატებულ მარკეტინგულ კამპანიას, განსაკუთრებით იმეილ მარკეტინგს სჭირდება კარგად და საფუძვლიანად შედგენილი მარკეტინგული სტრატეგია,
სადაც წინასწარ იქნება შედგენილი და შემუშავებული ყველა ის მნიშვნელოვანი ეტაპები, რომელიც განსაზღვრავს იმეილ კამპანიის წარმატებას,
სტრატეგიის შემუშავების შემდეგ, შენ მარტივად შეძლებ გაგზავნო შესაბამისი მეილები სწორ სამიზნე აუდიტორიასთან, სწორ დროს, რომლებსაც რეალურად სურთ შენი მეილების წაკითხვა და რომლებიც მოგცემენ იმ ხელშესახებ შედეგებს, რომლის მიღწევაც გსურს,
ახლა კი დროა გაეცნო იმ ეტაპებს, რაც საჭიროა წარმატებული მარკეტინგული კამპანიის შესაქმნელად.....
წისასწარ დაისახე გეგმა
იმეილ მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავების პირველი და საწყისი წერტილია, განსაზღვრო თუ რისი მიღწევა გსურს აღნიშნული იმეილ კამპანიით,
ამ გზით თავიდანვე გეცოდინება ნათლად თუ რა ეტაპების და სტრატეგიების გამოყენება გჭირდება დასახული მიზნის რეალიზებისთვის,
შენი კამპანიის მთავარი მიზანი შეიძლება იყოს შენთვის სასურველი პროდუქტების გაპიარება, რომელთა მეშვეობითაც შეძლებ დაინტერესებულ გამომწერების მეშვეობით
დააგენერირო გაყიდვები,
ანდაც გსურს შენი სერვისების გაყიდვა იმეილ მარკეტინგის მეშვეობით,
ასევე შენი კონტენტის გაპიარება,
შეიძლება გსურს შესაბამისი ინფორმაციის მიღება შენი იმეილ გამომწერებისგან,
რომლის მეშვეობითაც გსურს, შემდეგში სრულიად სხვა მარკეტინგული კამპანიის განხორციელება,
სწორედ იმეილ კამპანიის გეგმის ჩამოყალიბებაა საწყისი პუნქტი სტრატეგიის შემუშავებისას, ახლა კი დროა გადავიდეთ მეორე ეტაპზე,
სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა იმეილ ბაზიდან
მას შემდეგ რაც მკაფიოდ ჩამოაყალიბებ შენი იმეილ კამპანიის გეგმას, შემდეგი ეტაპია განსაზღვრო სწორი სამიზნე აუდიტორია შენი იმეილ ბაზიდან, რომელსაც დაუგზავნი მეილებს,
ამ გზით შეძლებ გაგზავნო სწორი მეილი სწორ აუდიტორიასთან, რომლებსაც მართლაც სურს შენი მეილის გახსნა და შენი მეილი არ აღმოჩნდება spam folder-ში ან არასწორად გაგზავნილი მეილი არ გამოიწვევს, გამომწერის მხრიდან unsubscribe-ს,
სწორი აუდიტორიის შესაქმნელად საჭიროა შექმნა პირობითი buyer- პერსონა, რომლის მეშვეობითაც მოახდენ შენი იმეილ ბაზის სეგმენტაციას შესაბამისად, მათი წარსული ინტერაქციის, გეოგრაფიის, ასაკის, დემოგრაფიული ინფორმაციის, ინტერესების, მათი პრობლემების შესაბამისად,
იმეილ ბაზის სეგმენტაციაზე უფრო დეტალურად ქვემოთ ვისაუბრებთ...
დაისახე რელევანტური მიზნები
სწორი და რეალისტური შედეგების გენერაციისთვის, თავიდანვე გჭირდება დაისახო რეალური მიზანი,
კერძოდ დააკვირდი შენს ინდუსტრიაში არსებულ მონაცემებს, თუ რა შედეგებს აგენერირებენ სხვა მარკეტერები, სხვადასხვა კამპანიის განხორციელებისას იმეილ მარკეტინგის გამოყენებით,
ამ გზით შეძლებ შეიქმნა სწორი წარმოდგენები და ამის საფუძველზე ჩამოაყალიბო შენი კამპანიის სტრატეგია,
გარდა ამისა, აღნიშნული მონაცემები მოგცემს საშუალებას, გამოიყენო ის, როგორც ორიენტირი შენ მიერ განხორციელებული კამპანიის შესაფასებლად,
იმეილ ბაზა
იმელი ბაზა ეგრეთწოდებული იმეილ ლისთი, არის ის სამიზნე აუდიტორია, რომელსაც უნდა გაუგზავნო შენი მეილები,
მისი შექმნის ორი გზა არსებობს, პირველი ესაა იმეილ ბაზების შეძენა(რომელიც ნაკლებად მომგებიანია და არაა რეკომენდირებული), მეორე ესაა ორგანულად შექმნა შესაბამისი მონაცემთა ბაზა,
რომლის გარშემოც აწარმოებ შემდგომში იმეილ კამპანიებს, ამის შესახებ თუ როგორ შექმნა ნულიდან იმეილ ლისთი შემდეგ სექციაში გაეცნობი.
იმეილ კამპანიის არჩევა
იმეილ კამპანია დამოკიდებულია კონკრეტულ მარკეტინგულ მიზანზე, რომლის განხორციელებაც შენ დაისახე, თუმცა ზოგადი დაყოფით არსებობს სხვადასხვა ტიპის მეილები, რომლებიც შეგიძლია გამოიყენო სხვადასხვა იმეილ კამპანიების განხორციელებისას
-
promotional email-(სარეკლამო მეილები)-აღნიშნული ტიპის მეილები გამოიყენება, როდესაც გსურს მოკლე დროის პერიოდში დააგენერირო შესაბამისი გაყიდვები, სარეკლამო მეილებით შეიგძლია გააპიარო შენი პროდუქტები, ასევე სერვისებიც.ამ მეილში შეგიძლია გამოიყენო ფასდაკლების კუპონები, მოახლოებული ივენთებზე შესაბამისი ფასდაკლებები, სპეციალური შეთავაზებები და სხვა, ასეთი ტიპის მეილები იდეალურია გაყიდვების გენერირებისთვის.
-
welcome email- (მისასალმებელი ტიპის მეილები)-მსგავსი ტიპის მეილები ეგზავენება იმ იმეილ გამომწერებს, რომლებმაც ახლახან გამოიწერეს შენი პლათფორმა და მათთვის გსურს პერსონალიზირებული მისასალმებელი მეილის გაგზავნა, სადაც აცნობ შენი ბრენდის შესახებ ზოგად ინფორმაციას და ასევე იმ მომავალ კამპანიებს, რომლებსაც ისინი მიიღებენ შენი პლათფორმის გამოწერის შემდეგ.
-
abandoned cart email- (მიტოვებული ბარათის მეილები)-აღნიშნული მეილები იგზავნება e-ccomerce-საიტებზე შემოსული მომხმარებლებისთვის, როდესაც საიტზე შემოსულმა მომხმარებელმა დაამატა პროდუქტი shopping cart-ში თუმცა შემდეგში ის არ შეუძენიათ, ამ მეილით კი ვახსენებთ, რომ მათ shopping cart-ში არის პროდუქტი რომლის შეძენაც დაავიწყდათ.
-
transactional email-(დამადასტურებელი მეილები)- ამ ტიპის მეილები გამოიყენება მომხმარებლის ქმედების დასადასტურებლად, მაგალითად ტრანზაქციის, shipping-ის ან რეგისტრაციის დროს, როდესაც იყენებ double confirmation მეთოდს.
-
newsletter email-(საინფორმაციო მეილები)- აღნიშნული ტიპის მეილები გამოიყენება,როდესაც გვსურს სამიზნე აუდიტორიასთან გრძელვადიანი ურთიერთობის აშენება, ეგრეთწოდებული lead nurturing-ის განხორციელება, რა დროსაც ახალ გამომწერს გავატარებთ sales funnel-ის ყველა ეტაპს და გარდავქმნით პოტენციურ მომხარებლებამდე, საინფორმაციო მეილები მრავალგვარია, თუმცა ძირითადად ის მოიცავს, ინდუსტრიულ სიახლეებს, ღირებულ კონტენტს, სტატისტიკას, case study-ებს, ექსკლუზიურ კონტენტს.
-
re-engagement email-(ხელახლა წახალისების მეილები)- ასეთი ტიპის მეილები ეგზვნება იმ გამომწერებს, რომელბსაც არ აქვთ ინტერაქცია ჩვენ მიერ გაგზავნილ მეილებთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში და გვსურს, რომ ისევ დაიწყონ ჩვენ მეილებთან ინტერაქციულობა.
იმეილ კამპანიის დროის დაგეგმვა
მნიშვნელოვანია სწორად განსაზღვრო თუ რა პერიოდულობით აპირებ შენი მარკეტინგული მეილების გაგზავნას იმეილ აუდიტორიისთვის,
მნშვნელოვანია ეს იყოს გონივრულ და სწორად შერჩეულ დროის პერიოდში, ისეთი სიხშირით რაც არ გამოიწვევს შენი მეილების გასპამვას,
ამასთანავე მნიშნველოვანია შენს გამომწერებს აცნობო თუ რა სიხშირით და პერიოდულობით მიიღებენ შენ მეილებს, რითაც აირიდებ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს იმეილ გამომწერების მხრიდან
იმეილ ბაზის შექმნა
იმეილ ბაზა არის ნებისმიერი
წარმატებული იმეილ მარკეტინგის საფუძველი,
ამ სექციაში გაეცნობი მეთოდებს თუ როგორ შექმნა
ნულიდან იმეილ ბაზა(ლისტი) და
შექმნა იმეილ კამპანიები

იმეილ ბაზა
ახლა კი დროა გაეცნო, თუ როგორ უნდა შექმნა იმეილ ბაზა (იმეილ ლისტი), რომელთაც შემდგომ გაუგზავნი მარკეტინგულ მეილებს.
იმეილ ბაზა არის სია იმ იმეილ გამომწერებისა, რომლებმაც მოგცეს ნებართვა გაუგზავნო მათ სხვადასხვა ტიპის მეილები,
აღნიშნული ბაზა ღირებულია,რადგან მათ მოგცეს ნებართვა გაეზიარებინათ მათი პირადი ინფორმაცია(მეილის სახით), შენ მიერ შესათავაზებელი რაიმე ღირებულების სანაცვლოდ, თუ რა ღირებულებაა ამას ახლავე გაიგებ,
იმეილ ლისტის ორგანულად შექმნა მოიცავს სამ მნიშვნელოვან ელემენტს, რომელზეც უნდა ფოკუსირდე,
პირველი ესაა landing page-ი, სადაც განათავსებ lead magnet-სა და სარეგისტრაციო (opt-in) ფორმას,
მეორე არის lead magnet-ი, ეს არის გარკვეული პროდუქცია, რომლის სანაცვლოდაც მომხმარებელი გაძლევს თავის კონფიდენციალურ ინფორმაციას (იმეილს), რომ გაუგზავნო მას ეს lead magnet-ი.
lead magnet-ი არსებობს მრავალი სახის, ის შეიძლება იყოს
-
newsletter-ი
-
სტატისტიკა გარკვეული საკითხის გარშემო
-
ელექტრონული წიგნი
-
pdf დოკუმენტები
-
ინდუსტრიული სიახლეები
-
case study-ი
-
ონალინ ხელსაწყოები
-
შესამოწმებელი სიები
-
ონლაინ კურსები და ვებინარები
-
ნიმუშები
-
ინფოგრაფიკები
და სხვა.
რაც შეეხება სარეგისტრაციო ფორმას opt-in form, ეს არის ელემენტი, სადაც მომხმარებელი შეავსებს თავის ინფორმაციას lead magnet-ის სანაცვლოდ,
წარმატებული სარეგისტრაციო ფორმის შესაქმნელად გაითვალისწინე შემდეგი რჩევები:
-
დიზაინის მხრივ იყოს გამორჩეული და მარტივად აღსაქმელი
-
განათავსე ის გვერდზე სტრატეგიულად, გვერდის იმ სივრცეზე, სადაც მომხმარებელს პოტენციურად აქვს ყველაზე მეტი ინტერაქცია,
-
იყოს მარტივი და ლაკონური
-
უმჯობესია გამოიყენო double confirmation-ი, ორმაგი დამოწმება რეგისტრაციისთვის
-
opt-in ფორმის შეთავაზება იყოს რელევანტური lead magnet-ის შინაარსთან,
-
დარწმუნდი რომ სარეგისტრაციო ფორმა მუშაობს,
არსებობს სარეგისტრაციო ფორმის რამდენიმე სახე, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:
-
pop-up opt in form- რა დროსაც სარეგისტრაციო ფორმა ამოხტება საიტზე და არ იქნება გვერდზე ჩამატებული
-
embedded opt in form- რა დროსაც custom html ში ჩავსვამთ გვერდზე სარეგისტრაციო ფორმას,
-
sidebar opt-in form- რომელიც სქროლვისას საიტის კუთხეში განთავსდება
მეილების დაგზავნა
ამ სექციაში გაეცნობი
თუ როგორ დაგზავნო მეილები და
განახორციელო წარმატებული იმეილ მარკეტინგული კამპანია,
სამიზნე აუდიტორიის სეგმენტაცია,
A/B ტესტირება და სხვა
მნიშვნელოვანი ელემენტები

როგორ დავგზავნოთ მეილები
მას შემდეგ,რაც შეადგინე შენი იმეილ მარკეტინგის სტრატეგია და ააშენი იმეილ ბაზა, უკვე დროა დაიწყო მარკეტინგული კამპანიების გაგზავბნა,
მეილის გაგზავნა საკმაოდ, დეტალური და ანალიტიკური პროცესია, რა დროსაც მუდმივ რეჟიმში გჭირდება თვალყური ადევნო თუ როგორ მუშაობს შენ მიერ ჩაშვებული იმეილ კამპანიები,
პირველი ეტაპი,რაც მეილების დაგზავნისას გჭირდება ეს არის შენი იმეილ აუდიტორიის სეგმენტაცია,
იმეილ ლისტის სეგმენტაცია უმნიშვნელოვანესი პროცესია, რა დროსაც ყოფ აუდიტორიას სეგმენტებად და მათ უგზავნი რელევანტურ მეილებს, რომლებიც მათთვის ნამდვილად საინტერესოა,
იმეილ ბაზის სეგმენტაციის რამდენიმე მეთოდი არსებობს, თუმცა სანამ მას განვმარტავდეთ აქვე აღვნიშნავ, რომ იმეილ მარკეტინგის პლათფორმები საშუალებას გვაძლებს, დავასეგმენტიროთ მარტივად სამიზნე აუდიტორია,
segmentation tab-ი ამ პლათფორმებზე არის დინამური ფილტრი, რომელიც ავტომატურად იცვლება ჩვენ მიერ შეტანილი ატრიბუტიკების საფუძველზე,
სეგმენტაციისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ tag-ები და group-ები,
tag-ი არის ატრიბუტიკა, რომელსაც ჩვენ ვანიჭებთ ერთ უნიკალურ პიროვნებას ჩვენ იმეილ ლისტში, ეს შეიძლება იყოს ასაკი, ინტერესი და სხვა,
group-არის იმეილ ლისტის მენეჯმენტის ფორმა,სადაც გარკვეულ ადამიანთა ჯგუფს მივაკუთვნებთ გარკვეულ კატეგორიებს, ინტერესის, ასაკის და სხვა აღმნიშვნელების საფუძველზე,
ამ ორს შორის განსხვავება ისაა,რომ პირველ შემთხვევაში tag-ს ჩვენით მივაკუთვნებთ ერთ ადამიანს,
ხოლო group-ით კი ადამიანთა ჯგუფს, თუნდაც იგივე მნშივნელებით, თუმცა არა ერთ პიროვნებას არამენდ გარკვეულ რაოდენობას,
ორივე მათგანი კი გამოიყენება აუდიტორიის სეგმენტაციისთვის, როგორც ფილტრაცია.
სეგმენტაციისთვის კი შეგვიძლია შემდეგი მახასიათებვლები, რაც tag-ებში და group-ებში შეგვიძლია გამოვიყენოთ:
-
დემოგრაფიული ინფორმაცია
-
გეოგრაფიული
-
სამსახურის პოზიცია
-
ინტერესები
-
პრობლემები
-
წარსული ინტერაქცია ჩვენს ბრენდთან
-
sales funnel-ის რა ეტაპზე იმყოფება
-
ინდუსტრია
-
ენა
A/B ტესტირება იმეილ კამპანიების
წარმატებული იმეილ კამპანია მუდმივ რეჟიმში მოითხოვს თვალყურის დევნებას, თუ როგორ მუშაობს და რა შედეგებს აგენერირებს,
იმეილ მარკეტინგი არაა პროცესი, რომელსაც ერთხელ ჩაუშვებ და მასზე ყურადღების მიქცევა აღარაა საჭიროა, არამედ შენ პერიოდულად გჭირდება
გაანალიზო მუშაობს თუ არა შენ მიერ შერჩეული სტრატეგია,
აარჩიო ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, რომელიც დააგენერირებს ხელშესახებ შედეგებს, ამის საუკეთესო გზა არის A/B ტესტინგის იმპლემენტაცია,
რა დროსაც ტესტავ მეილების სხვადასხვა ვარიაციებს, და გებულობ მეილის, რომელი ელემენტის ვერსიაა უკეთესი შესაბამისი გეგმების განსახორციელებლად,
A/B ტესტინგისას უნდა შეცვალო არა მეილის ყველა ელემენტები ერთდროულად, არამად თითო შემადგენელი ელემენტი, მაგალითად მეილის სათაური( subject line),
და დააკვირდე როგორ მუშაობს ერთი სათაური A ვარიანტი და B სათაური,
შემდეგ ჩაატარე იგივე ტესტირება CTA-ზე და დააკვირდი რომელი CTA მუშაობს უკეთესად,
გაითვალისწინე, რომ A/B ტესტირება უნდა იყოს კარგად დაგეგმილი და სტრუქტურირებული, ამ გზით უნდა გაიგო თუ მეილის როგორი ვარიანტი მუშაობს უკეთესად, შესაბამისად არ უნდა შეცვალო ელემენტები სწრაფად, სანამ არ მიიღებ სიღრმისეულ ინფორმაციას.
იმეილ კამპანია
ვერ განახორციელებ წარმატებულ მარკეტინგულ
კამპანიას თუ მუდმივ რეჟიმში
არ ადევნებ თვალყურს როგორ
მუშაობს და რა შედეგებს
აგენერირებს
შენი იმეილ მარკეტინგის კამპანია

იმეილ კამპანიის ანალიზი
იმეილ კამპანიის განხორციელებისას მნიშვნელოვანია, გავაანალიზოთ თუ რამდენად წარმატებულად მუშაობს შენ მიერ შედგენილი სტრატეგია,
იმეილ მარკეტინგის უპირატესობაც ისაა, რომ საშუალებას გაძლევს მუდმივ რეჟიმში ადევნო თვალყური კამპანიის პერფორმანსს,
თუ რამდენადაა კამპანია წარმატებული, ამის საზომად შეგვიძლია ავიღოთ ყველაზე მნიშვნელოვანი მეტრიკები, ესენია:
-
deliverability(გაგზავნის მაჩვენებელი): აღნიშნული მაჩვენებლით ვზმომავთ რამდენი ადამიანის inbox-სში მოხვდა ჩვენ მიერ გაგზავნილი მეილი
-
open rate(გახსნის მაჩვენებელი): ამ მეტრიკით ვხდებით თუ რამდენმა ადამიანმა გახსნა ჩვენი მეილი, მისი გამოთვლა შემდეგნაირად შეგიძლია, გახსნილი მეილების რაოდენობა უნდა შეაფარდო გაგზავნილი მეილების რაოდენობასთან და გაამრავლო 100-ზე
-
Open Rate=(opens÷delivered email)×100
-
click-through-rate(CTR)=(Number of Clicks÷delivered email)×100-ამ მეტრიკით ვზომავთ თუ რამდენმა პროცენტმა დააჭირა ჩვენს cta-ს მეილში
-
Click-to-Open Rate (CTOR)=(უნიკალური clicks÷ უნიკალური opens)×100-ამ მაჩვენებლით ვგებულობთ თუ რამდენად წარმატებულად იმუშავა მეილის კონტენტმა,
იმეილ მარკეტინგის software-ები
მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისას
მნიშვნელოვანია გაითვალისწინო თუ
რომელი იმეილ მარკეტინგის პლათფორმას იყენებ,
ამ სექციაში გაეცნობი 3 ყველაზე პოპულარულ იმეილ პლათფორმებს....

იმეილ მარკეტინგის პლათფორმები
ბოლოს კი გაეცანი იმ იმეილ მარკეტინგ software-ებს, რომლის გამოყენებითაც შეგიძლია განახორციელო წარმატებული email მარკეტინგის სტრატეგია,
ამ სახლემძღვანელოში ვისაუბრებთ მხოლოდ 3 ყველაზე პოპულარულ და ხელმისაწვდომ იმეილ მარკეტინგისთვის შექმნილ პლათფორმებზე,
სამივე მათგანს აქვს თავისი უპირატესობები და მინუსები, არჩევანი თავად შენზეა თუ რომლის გამოყენება გსურს:
-
Mailchimp: ამ პლათფორმის უპირატესობაა მზა შაბლონები, რომლითაც შეგიძლია ააწყო შენთვის სასურველი დიზაინი, drag and drop ედითორში, შეგიძლია მის api-თ ინტეგრაცია სხვადასხვა cms სისტემებთან wordpress, shopify, და სხვა. იდეალურია საშუალო და დიდი ბიზნესებისთვის. მინუსის მხრივ, უფასო გეგმაში არ არის ავტომატიზაციის ფუნქცია, ფასები იზრდება კონტაქტების ზრდასთან ერთად, ინტერფეისი შედარებით რთულია.
-
Mailerlite- ეს პლათფორმა საუკეთესოა დამწყებებისთვის, მარტივი ინტერფეისი, უფასო ვერსიით შესაძლებელია უფრო დიდი აუდიტორიის ქონა, უფასო ვერსიაში ასევე შედის ავტომატიზაცია, A/B ტესტირება, და ლენდინგ გვერდების შექმნა. მინუსების მხრივ შაბლონები ნაკლებია და მეილის დიზაინის აწყობაც შედარებით შეზღუდულია, ინტეგრაციები mailchimp-თან შედარებით ნაკლებია.
-
ConvertKit-ეს პლათფორმა იდეაულურია კონტენტ კრეატორებისთვის-ბლოგერები,პოდკასტერები და სხვა.მისი უპირატესობებია ძლიერი ავტომატიზაცია და თაგებზე დაფუძნებული სეგმენტაცია, ფოკუსირებულია აუდიტორიის ზრდასა და მონეტიზაციაზე. მინუსები- უფასო გეგმაში შეზღუდულია მეილის დიზაინი, ძირითადი აქცენტი ტექსტზეა. შეზღუდულია ასევე ინტეგრაციები სხვა პლათფორმებთან.
დასასრული






