
რა არის ON-PAGE SEO ოპტიმიზაცია ? სახელმძღვანელო (2025)
საბა შველიძე
აღნიშნული სახელმძღვანელო დაგემხარება გაიგო
როგორ მუშაობს ON-PAGE SEO ოპტიმიზაცია
2025 წელს,
შენ შეძლებ შეისწავლო, როგორ შექმნა:
-
SEO friendly კონტენტი
-
keyword კვლევა და ინტეგრაცია
-
title tag-ის და meta description-ის ოპტიმიზაცია
-
user friendly URL-ების ჩამოყალიბება
საბოლოოდ კი მოხვდე მოწინავე ადგილას საძიებო შედეგების პირველ გვერდზე

ON-PAGE SEO ოპტიმიზაცია
ON-PAGE SEO ოპტიმიზაცია არის ტრადიციული SEO-ს ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი, რომელიც ორიენტირებულია ვებსაიტზე არსებული გვერდების ოპტიმიზირებაზე. ON-PAGE SEO ოპტიმიზაცია მოიცავს შემდეგ სამუშაო პროცესს: Keyword-ების კვლევა და ინტეგრაცია, პოტენციური ვიზიტორის search intent-ის გაგება, კონტენტის შექმნა და ოპტიმიზირება, title და meta თაგების ოპტიმიზირება, საიტის URL-ის ოპტიმიზირება, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება (User experince). გვერდებზე სტრუქტურირებული data-ს დაყენება, იგივე რაც(schema markup). გვერდებზე გამოყენებული სურათების ოპტიმიზაცია, შიდა ბმულების ინტეგრირება საიტზე.
რატომაა ON-PAGE SEO მნშვნელოვანი ?
საიტის ON-PAGE SEO-ს კუთხით ოპტიმიზირება ერთ-ერთი უმნიშნველოვანესი ფაქტორია საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე შენმა საიტმა დაიკავოს მოწინავე პოზიცია.
კარგად შესრულებული ON-PAGE SEO უზრუნველყოს მაღალ rank-ინგს SERP-ში. შესაბამისად ON-PAGE SEO გეხმარება მოარგო შენი საიტი საძიებო სისტემის ალგორითმს, ასევე უზრუნველყო, რომ შენი კონტენტი შესაბამისია პოტენციური ვიზიტორის საძიებო განბზრახვის და უზრუნველყოფს პოზიტიურ USER EXPERIENCE-ს.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ კარგად ოპტიმიზირებული ვებსაიტი ON-PAGE SEO-ს მხრივ, გვეხმარება მოვხვდეთ მოწინავე პოზიციაზე საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე,
იგივე ეხება ადგილობრივ ბიზნესებს Local-SEO ოპტიმიზაციასთან ერთად, მნიშნველოვანია ON-PAGE SEO სტრატეგიების განხორციელებაც.
ON-PAGE SEO ოპტიმიზაცია შესავალი
აღნიშნულ ნაწილში გაიგებ თუ ON-PAGE SEO ოპტიმიზაციის ფუნდამენტებს,
შეიქმნი ზოგად წარმოდგენას თუ რა როლს თამაშობს ON-PAGE SEO საიტის რანკინგის განსაზღვრაში,
საბოლოოდ კი შეძლებ გაიგო ყველა ის შემადგენელი ელემენტი, რომელიც დაგეხმარება
მიაღწიო შენთვის დასახული მარკეტინგული თუ ბიზნესს მიზნები....

ON-PAGE SEO-ს საფუძვლები
ON-PAGE SEO ოპტიმიზაციის სამუშაო პროცესი მოიცავს საიტზე არსებული გვერდების ოპტიმიზირებას იმგვარად, რომ დააკმაყოფილოს როგორც ვიზიტორის საძიებო ინტერესი, ამასთანავე საძიებო ალგორითმის მიერ ჩამოყალიბებული ranking ფაქტორები.
მოკლედ,რომ განვმარტოთ ON-PAGE SEO მოიცავს:
#1: პოტენციური ვიზიტორის კვლევა და search query-ის გაგება.
#2: keyword კვლევა და ინტეგრაცია
#3: title tag-ის ოპტიმიზირება
#4: meta description-ის ოპტიმიზირება
#5: URl-ის ოპტიმიზირება და მისი სტრუქტურის ოპტიმიზაცია
#6: image alt text-ის ოპტიმიზირება
#7: მაღალი ხარისხის კონტენტის შექმნა და მისი keyword-ებით ოპტიმიზირება
#8: feature snippet-ისთვის კონტენტის ოპტიმიზაცია
#9: rich snippet-ისთვის კონტენტის ოპტიმიზაცია
#10: internal linking ( შიდა ბმულების) ჩამოყალიბება
#11: external-outbound (გარე ბმულების) ჩამოყალიბება
#12: user experience-ის (მომხმარებლის გამოცდილება) გაუმჯობესება
#13: Schema markup-structure data-ს დაყენება საიტზე არსებულ გვერდებზე
#14: Heading tag-ების ჩამოყალიბება და ოპტიმიზაცია
აღნიშნული პროცესის წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში, შენი შანსი, რომ მოხვდე საძიებო სისტემის შედეგების პირველ გვერდზე მნიშნველოვნად გაიზრდება, ახლა კი დროა გაეცნო თუ როგორ შეგიძლია აღნიშნული პროცესის პრაქტიკაში მოყვანა...
title tag-ის და meta description-ის ოპტიმიზაცია
აღნიშნულ ნაწილში გაეცნობი, როგორ მოახდინო საიტის title tag-ის და meta description-ის ოპტიმიზირება,
ორივე მათგანი თამაშობს მნიშვნელოვან როლს გვერდების რანკიგისთვის საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე,
ამასთანავე მომხმარებელს აძლევს ზოგად წარმოდგენას თუ რის შესახებაა კონტენტი და აგენერირებს მაღალ CTR-ს.

title tag-ის ოტიმიზაცია
საიტის გვერდის title tag-ის ოპტიმიზირება ON-PAGE SEO-ს ერთ-ერთი უმნშივნელოვანესი ფაქტორია და განიხილება, როგორც ხელშესახები ranking ფაქტორი, რათა კონტენტი მოხვდეს საძიებო სისტემის შედეგების მოწინავე გვერდზე. აღნიშნული გამომდინარეობს შემდეგი ფაქტორებიდან,
პირველ რიგში გვერდის title tag-ი აწვდისს საძიებო სისტემის ალგორითმს ინფორმაციას თუ რისშესახებაა აღნიშნული კონტენტი და შეესაბამება ის თუ არა მომხმარებლის
search query-ის,
გარდა ამისა title tag- ეხმარება პოტენციურ ვიზიტორს შეატყობინოს ემთხვევა თუ არა ვებგვერდზე არსებული კონტენტის არსი მომხმარებლის საძიებო განზრახვას, ეგრეთწოდებულ
search intent-ს. შესაბამისად, კარგად ოპტიმიზირებული title tag-ი უზრუნველყოფს, ვიზიტორისთვის , თავიდანვე შეატყობინოს თუ რის შესახებაა კონტენტი, ამით კი აირიდებ უარყოფით user experience-ს, როგორიცაა მაღალი Bounce rate.
ახლა კი გაეცანი იმ პრაქტიკებს, რომელიც აუცილებელია title tag-ის ოპტიმიზაციისთვის,
ვებგვერდის title tag-ი უნდა იყოს ინტეგრირებული მთავარი keyword-ით, რომლის გარშემოც ცდილობ საიტის დათარგეთებას, რათა მოხვდე ამ ტერმინზე საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე.
უმჯობესია თუ გამოიყენებ ეგრეთწოდებულ Long-tail keyword-ებს( გრძელ საკვანძო სიტყვებს), უკანასკნელი დაგეხმარება დაათარგეთო შენი გვერდი შედარებით
მცირე სირთულის keyword-ით,სადაც გექნება ნაკლები კონკურენცია ამ ტერმინზე
კონკურენტებთან შედარებით.
Long-tail keyword-ის გენერირება შეგიძლია მოახდინო ისეთი ტერმინების დამატებით მთავარ keyword-ზე, რომელიც დაგეხმარება გაზარდო CTR, მაგალითად:
ჩვეულებრივი keyword-ი: on-page სეო
Long-tail kewyord: რა არის ON-PAGE SEO ოპტიმიზაცია, სახელმძღვანელო (2025)
თუ ანხორციელებ E-Commerce ტიპის საიტს, პროდუქტის გვერდის title tag-ებს შეგიძლია დაამატო:
უფასო, 10% ფასდაკლებით, გარკვეული ვადები მაგ:5 დეკემბრამდე, საუკეთესო, და სხვა.
უკეთესი იქნება თუ მთავარ keyword-ს განათავსებ რაც შეიძლება ადრე შენს title tag-ში.
ON-PAGE SEO ოპტიმიზაციის სრულყოფილად განხორციელებისთვის მნიშნვენლოვანია ვებსაიტზე არსებულ თითოეულ გვერდს ჰქონდეს თავისი უნიკალური title tag-ი.
meta description-ის ოპტიმიზაცია
meta description-ი იგივე რაც meta აღწერილობა არის მეორე მნიშნვენლოვანი ელემენტი, რომელიც აღიქმება, როგორც ერთ-ერთი ranking ფაქტორი გვერდებისთვის მოხვდნენ ძიების შედეგების მაღალ პოზიციაზე.
მოკლედ, რომ განვმარტოთ meta description-ი არის მოკლე აღწერა თუ რის შესახებაა საიტზე არსებული აღნიშნული გვერდი. ის ეხმარება, როგორც საძიებო სისტემის ალგორითმს და ამასთანავე, პირველ რიგში პოტენციურ ვიზიტორს გაიგოს თუ რას თავაზობს serp-ში განთავსებული კონტენტი.
კარგად ოპტიმიზირებული meta description-ი ON-PAGE SEO-ს პერსპქტივით უნდა იყოს მთავარი Keyword-ით ოპტიმიზირებული, რომლის გარშემოც ათარგეთაბ საიტზე არსებულ კონტენტს,
იდეალურ შემთხვევაში meta description-ი უნდა იყოს 30-60 სიტყვამდე შედგენილი,
გარდა ტექნიკური SEO საფუძვლებისა უმჯობესია თუ მიმართავ, ეგრეთწოდებულ ქოფირაითინგის ტექნიკებს, კერძოდ გარდა იმისა, რომ შენი meta description-ი უნდ იყოს keyword-ით ოპტიმიზირებული, ის ამასთანავე უნდა ეხმარებოდეს საიტს დააგენერიორს
მაღალი CTR-ი.
კერძოდ meta აღწერილობა ნათლად უნდა წარმოაჩენდეს:
-თუ რის შესახებაა კონტენტი
-რა არის კონტენტის მთავარი უნიკალური ღირებულება
-კონკრეტული დეტალი, რომელიც მოკლედ აღწერს გვერდს
მსგვასად title tag-ის შემთხვევაში, ყოველ გვერდს უნდა ჰქონდეს თავისი უნიკალური meta description-ი.
კონტენტის შექმნა
კარგი კონტენტის შექმნა არ შემოიფარგლება მხოლოდ კონტენტის
keyword-ებით ოპტიმიზირებით, წარმატებული SEO კონტენტის შექმნა მოიცავს
სრულყოფილი, უნიკალური და ღირებული მასალის შექმნას, რომელიც
იქნება დამხმარე და გამოსადეგი ვიზიტორისთვის, ამასთანავე
გაზრდის PAGE AUTHORITY-ის და იქნება წყარო BACKLICK-ების დაგენერირებისთვის....

კონტენტის შექმნა SEO-სთვის
რათქმაუნდა მშნინველოვანია სრულყოფილად განახორციელო ყველა ის პრაქტიკა , რასაც მოიცავს ON-PAGE SEO ოპტიმიზაცია, თუმცაღა თუ შენ მიერ შესათავაზებელი კონტენტი არაა ნამდვილად ღირებული და უნიკალური პოტენციური ვიზიტორისთვის, სხვა შენ მიერ განხორციელებული ძალისხმევები ვერ მოახდენს რაიმე პოზიტიურ გავლენას ვებგვერდის ranking-ზე SERP-ში.
კონტენტი, რომელსაც ქმნი უნდა იყოს ON-PAGE SEO-ს პერსპექტივით სრულყოფილი, რომელიც მოიცავს სასაუბრო საკითხს თანმიმდევრულად და სრულყოფილად განიხილავს,
თუ საქმე გვაქვს მაგალითად ონლაინ მაღაზიის ტიპის ვეგსაიტთან, მაშინ გვერდზე არსებული ინფორმაცია სრულყოფილად უნდა გადმოსცემდეს პროდუქტის მახასიათებლებსა და მის ფასს,
გარდა ამისა კონტენტი, საიტზე არსებული სხვა მასალებთან შედარებით უნდა იყოს უნიკალური, რადგან რიგში აირიდო დუპლიკატირებული კონტენტი და
გამოირჩეოდე, როგორც უნიკალური გვერდი სხვა მსგავსი შინაარსის ქმონე გვერდებისგან,
და რაც მთავარია, შენ მიერ დაგენერირებული კონტენტი უნდა შეესაბამებოდეს მომხმარებლის, საძიებო განზრახვას(search intent)-ს, წინააღდმეგ შეთმხვევაში შენი კონტენტი მნიშნვნელოვნად ჩამოქვეითდება ძიების შედეგების გვერდზე.
სრულყოფილი კონტენტი
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ranking სიგნალი, რომელსაც google-ის საძიებო ალგორითმი ანიჭებს უპირატესობას, ესაა ისეთი კონტენტის შექმნა, რომელიც სრულყოდილად აღწერს კონტენტის შესახებ სასაუბრო თემას, უქმნის საიტზე შემოსულ მომხმარებელს სრულყოფილ ხედვას და აკმაყოფილებს მის search query-ის,
რაც საბოლოო ჯამში იწვევს პოზიტიურ user experience-ს, რომელიც დადებითად აისახება გვერდის authority-ზე და მის რანკინგზე serp-ში.
გარდა ამისა კონტენტი, რომელიც არის სრულყოფილი და აწვდის მომხარებელს პროფესიონალურ ხედვას გარკვეულ საკითხთან მიმართებით, მაგალითად შეიცავს
-
გარკვეულ პრატიკულ შემთხვევებს(case study)
-
შექმნილია გამოცდილი და პროფესიონალი პიროვნების მიერ
-
კონტენტი რომელიც შეიცავს გარკვეულ უნიკალურ და მაღალი სიზუსტის სტატისტიკას
-
არის ამჟამინდელი, განახლებული, შეიცავს ახალ ხედვებს და სტრატეგიებს
-
არის დეტალური, შეიცავს სურათებს, ვიდეოებს, ინფოგრაფიკებს
არის იდეალური წყარო backlinck-ებისთვის, რადგან სხვა საიტებისთვის შენი კონტენტი იქნება გამორჩეული, სანდო და ავტორიტეტული.
სრულყოფილი კონტენტის გენერირებისთვის გამოიყენე long-tail keyword-ები, რაც საშუალებას მოგცემს მოიცვა კონტენტის თემის გარშემო არსებული ყველა ასპექტი.
უნიკალური კონტენტი
უნიკალური კონტენტის შექმნა ერთ-ერთი შემადგენელი ranking ფაქტორია,
ასე, შექმენი ისეთი კონტენტი, რომელიც შესთავაზებს მკითხველს ან პოტენციურ მომხმარებელს რაიმე ახალს და უნიკალურს,
აღნიშნული პრაქტიკის იმპლემენტაცია შეგიძლია შემდეგი მეთოდების გამოყენებით, მაგალითად:
-
ახალი სტრატეგიების ჩვენება
-
ახალი რჩევების წარმოდგენა მკითხველისთვის
-
ახლად ჩატარებული სტატისტიკის წარმოჩენა
-
საკითხის სხვა პერსპექტივით და ახალი კუთხით მიმოხილვა
-
ახალი პრაქტიკული გამოცდილების მიტანა მკითხველამდე ( new case study)
-
ქოფირაითნგის ტექინიკების გამოყენება
შესაბამისად, თუ გსურს იყო გამორჩეული და გქონდეს შაქნსი დაიკავო მაღალი ადგილი SERP ში, შეეცადე შექმნა კონტენტი იქნება ეს არტიკლის თუ პროდუქტ ტიპის გვერდი, იყოს უნიკალური და სთავაზობდეს საიტზე შემოსულ მომხმარებელს, გარკვეული სახის ღირებულებას, რომელიც გამოგარჩევს
ძიების შედეგების გვერდზე არსებულ სხვა კონტენტებთან შედარებით,
აღნიშნული კი დაგეხმარება გაზარდო რანკინგი, დააგენერირო მაღალი CTR
და შენ მიერ ჩატარებული ON-PAGE SEO ძალისხმევებით მიიზიდო მაღალი
მოცულობის ორგანული TRAFFIC-ი.
კონტენტი და SEARCH INTENT
რა თქმა უნდა მნიშნველოვანია შენი მიერ შექმნილი კონტენტი იყოს სრულყოფილი და უნიკალური, თუმცაღა თუ ის არ შეესაბამება ვიზიტორის საძიებო განზრახვას ეგრეთწოდებულ (SEARCH INTENT)-ს შენ მიერ დაგენერირებული კონტენტი სწრაფადვე განიცდის კრახს და მნიშნვენლოვნად დაქვეითდება საძიებო
შედეგების გვერდზე,
რა იგულისხმება SEARCH INTENT-ში?
საძიებო განზრახვა არის ის მოტივი, რის გამოც ანხორციელებენ ვიზიტორები SEARCH QUERY-ს, კონრეტულად რა მიზნით აკეთებენ ისინი research-ს მაგალითად
google-ში,
საძიებო განზრახვის გასაგებად უნდა მიმართო შემდეგ ორ პრაქტიკულ მეთოდს,
პირველი ესენია, ჩაატარე keyword კვლევა და გაიგე იმ მთავარი keyword-ის, რომლის გარშემოც აპირებ მთავარი კონტენტის დათარგეთებას, მისი განზრახვა.
keyword-ები თავისი დანიშნულებით შეიძლება იყოს ოთხი მთავარი საძიებო მოტივით გამოყენებული მძებნელის მიერ:
-
ინფორმაციული
-
კომერციული
-
ტრანზაქციული
-
სანავიგაციო
აღნიშნულის გაგება შეგიძლია სხვადასხვა seo tool-ის გამოყენებით, მაგალითად semrush-ი,
semrush keyword overview ხელსაწყო მოგცემს სრულყოფილ ინფორმაციას თუ რა ტიპის განზრახვა არსებობს ამ ტერმინის მიმართ.
მეორე მეთოდი, არის ძიების შედეგების გვერდების ანალიზი, კოკრეტულად დააკვირდი თუ რა ტიპის კონტენტი არის მოწინავე გვერდზე იმ ტერმინებზე, რომელზეც უნდა დაათარგეთო შენი კონტენტი.
კონტენტის ოპტიმიზაცია
კონტენტის ოპტიმიზაცია არის ხერხემალი წარმატებული ON-PAGE SEO ოპტიმიზირების,
აღნიშნული მოიცავს კონტენტის KEYWORD-ებით ინტეგრირებას, URL-ის ოპტიმიზაცია, კონტენტის სტრუქტურის ჩამოყალიბება Heading tag-ების მეშვეობით და სხვა.
ახლა კი დროა გაეცნო სხვა ხელშესახებ და პრაქტიკულ რჩევებს როგორ შეძლო კონტენტის ოპტიმიზირება....

კონტენტის ოპტიმიზაცია (ON-PAGE SEO)
მას შემდეგ, რაც შექმნი სრულყოფილ და უნიკალურ კონტენტს, რომელიც შეესაბამება ვიზიტორის ინტერესს და საჭირეობებს, შემდეგი ეტაპია მოახდინო ამ კონტენტის ოპტიმიზაცია ON-PAGE SEO-ს პერსპექტივით და გახადო ის რელევანტური,
როგორც საძიებო სისტემისთვის, ასევე პოტენციური ვიზიტორისთვისაც.....
საიტის URL-ის ოპტიმიზაცია SEO-სთვის
საიტის URL ეხმარება, როგორც საძიებო სისტემებს, ასევე ვიზიტორს გაიგოს თუ რის შესახებაა კონტენტი და დაეხმაროს მას ვებსაიტზე სანავიგაციოდ. საიტის URL-ის ოპტიმიზირება ნიშნავს, SEO მეგობრული URL სტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც საიტს ეხმარება პოზიტიური რანკინგ სიგნალის გენერირებისთვის და საიტისთვის შანსის გაზრდისთვის მოხვდეს მაღალ პოზიციაზე SERP-ში.
რაც შეეხება იმ პრაქტიკულ მაგალითებს, რომელიც გჭირდება ოპტიმიზირებული URL-ის გენერირებისთვის, ესენია:
-
შენი URL უნდა იყოს მთავარი KEYWORD-ით ინტეგრირებული
-
URL უნდა იყოს მოკლე და ლაკონური, რათა იყოს, როგორც საძიებო სისტემისთვის, ამასთანავე ვიზიტორისთვის მარტივად აღსაქმელი
-
ლოგიკური URL სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად URL სლაგი უნდა მიუთითებდეს ვიზიტორს, ასევე საძიებო სისტემას თუ სად იმყოფება ის ამჟამად ვებგვერდზე,
-
გამოიყენე დეფისი და არა სხვა ნიშნები URL-ში, წინააღმდეგ შემთხვევაში საძიებო სისტემა ვერ აღიქვამს ამ ნიშნებს, დეფისი კი გამოიყენე სიტყვების სეპარაციისთვის მაგალითად: რა-არის-SEO
-
არ გამოიყენო ციფრები შენს URL-ის ოპტიმიზაციისთვის.
შეჯამებისთვის კარგად ოპტიმიზირებული URL-ი უზრუნველყოფს, რომ გამოჩნდეს ის SERP-ში და დააგენერიროს არაოპტიმიზირებულ და რთულად აღსაქმელ
URL-თან შედარებით მაღალი CTR-ი.
keyword-ების ინტეგრირება კონტენტში
keyword-ების ინტეგრირება კონტენტში ხელს უწყობს საძიებო სისტემებს უკეთ გაიგოს თუ რის შესახებაა ვებგვერდზე არსებული კონტენტი, რათა მომხმარებლის search query-ზე დაარანკინგოს აღნიშნული გვერდი.
გარკვეული ON-PAGE SEO მეთოდები, რომლებსაც შეგვიძლია მივმართოთ კონტენტის ოპტიმიზაციისთვის მოიცავს,
პირველ 100-150 სიტყვების KEYWORD-ით ოპტიმიზაცია, ეს საძიებო სისტემას შეუქმნის უკეთეს ხედვას თუ რის შესახებაა კონტენტი, რადგან GOOGLE-ი ანიჭებს უპირატესობას იმ ტერმინებს, რომლებიც გამოყენებულია შედარებით საწყის, პირველ 100-150 სიტყვაში.
მეორე გასათვალისწინებელი ფაქტორი ესაა keyword-ის ინტეგრაციის სიხშირე, ანუ რა სიხშირით უნდა გამოვიყენოთ ის კონტენტში,
keyword ინტეგრაციის პროცესი უნდა იყოს ბუნებრივი პროცესი, რამაც არ უნდა გამოიწვიოს კონტენტის დამახინჯება და საბოლოოდ უარყოფითი user experience-ის გენერაცია, შესაბამისად, იდეალურ შემთხვევაში, keyword სიხშირე უნდა იყოს 7დან 10 გამეორებამდე. რაც კონტენტის შინაარს ერგება იდეალურად და ბუნებრივად.
heading tag-ების ოპტიმიზაცია
heading tag-ი არს html ატრიბუტიკა, რომელიც გვეხმარება ჩამოვაყალობოთ საიტზე არსებული კონტენტის სტრუქტურა და იერარქია, ამასთანავე heading tag-ი ეხმარება საძიებო სისტემებს უკეთ გაიგონ თუ რის შესახებაა კონტენტი და რამდენად რელევანტურია ის ძიების query-ისთან. თავისი სტრუქტურით
heading tag-ი ჩამოყალიბებულია h1 დან h6-მდე.
heading tag-ის ოპტიმიზირება არის ერთ-ერთი რანკინგ სიგნალი საიტებისთვის google-ის მიერ ჩამოყალიბებულ რანკინგის ალგორითმთან მიმართებით,
კარგად ოპტიმიზირებული heading tag-ი უზრუნველყოფს, რომ კონტენტი იყოს user experience-ზე მორგებული და მისთვის ოპტიმიზირებული და ამასთანავე დაეხმაროს საძიებოს სისტემის ალგორითმს უკეთ გაიაზროს თუ რის შესახებაა კონტენტი, რადგან google-ი მსგავსად title tag-ის, meta description-ის და კონტენტში არსებული keyword-ებისა, ასევე იყენებს
heading-tag-ში ინტეგრირებულ keyword-ებს რათა უკეთ გაიაზროს კონტენტის შინაარსი.
h1 თაგი არის ყველაზე მაღალი იარარქიაში, სხვა html თაგებთან მიმართებით ის უნდა გამოიყენო, როგორც გვერდის მთავარ სათაურად. h1 თაგის ორჯერ გამოყენება არაა მიზნშეწონილი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ტექნიკური პროვლემები. h1 თაგი უნდა იყოს ოპტიმიზირებული მთავარი keyword-ით.
h2.....h6 თაგები კი შეგიძლია გამოიყენო კონტენტში ქვესათაურებისთვის და უფრო ღრმა კონტენტის ჩასაშლელად.
heading tag-ები უნდა იყოს სტრუქტურირებულად გამოყენებული, არ შეიძლება, რომელიმე მათგანის გამოტოვება ან არეულად დაყენება,
მისი სტრუქრტურა უნდა გამოიყურებოდეს შემდეგნაირად:
<H1 >
< h2 >
< h3 >
< h4 >
< h5 >
< h6 >
ON-PAGE SEO და პოზიტიური UX
პოზიტიური USER SIGNAL-ების დაგენერირება
უმნიშნველოვანესი ფაქტორია ვესაიტებისთვის მოხვდნენ საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე,
კერძოდ როგორი ინტერქცია აქვს ვიზიტორს შენს მიერ ოპტიმიზირებულ საიტთან,
შესაბამისად საიტის ოპტიმიზაცია USER EXPERIENCE-ისთვის, მაგალითად
-
DWELL TIME
-
BOUNCE RATE
-
PAGE SPEED
თამაშობს უდიდეს როლს მოხვდე ტოპ 5 შედეგების ოფციაში,
სწორედ ამიტომ შეიქმნა აღნიშნული ნაწილი, რათა დაგეხმაროს პოზიტიური UX SIGNAL-ის გენერირებისთვის...

რა არის USER EXPERIENCE-ი
user experience-ი იგივე რაც მომხმარებლის გამოცდილება არის ერთი-ერთი SEO RANKING სიგნალი, რომელიც განსაზღვრავს თუ როგორი სახის ინტერაქციული გამოცდილება აქვს საიტზე შემოსულ ვიზიტორს კონტენტთან და ვებსაიტთან, პოზიტიური USER EXPERIENCE-ი ეხმარება ვებგვერდს მოიპოვოს მაღალი პოზიცია SERP-ში. მომხარებლის გამოცდილება აისახება BOUNCE RATE-ზე, DWELL TIME-ზე და CORE WEB VITAL-ზე.
იმისათვის, რომ უზრუნველო პოზიტიური user experience-ი მიმართე შემდეგ პრაქტიკულ
სტრატეგიებს, რათა მოახდინო სრულყოფილი SEO ოპტიმიზაცია...
ჩაშალე კონტენტი ქვესათაურებად
დაანაწევრე კონტენტი პატარ-პატარა ნაწილებად, რათა გახდეს მკითხველის მხრიდან
მარტივად დასამუშავებელი და წაკითხვადი,
აღნიშნული კონტენტს გახდის მარტივად აღსაქმელს და გასაგებს, შესაბამისად დააგენერირებ
პოზიტიურ user experience-ს,
ამისათვის მიმართე ზემოთ ნახსენებ heading tag-ებს და დაანაწევრე კონტენტი ქვესათაურების მიხედვით.
საიტის სიწრაფის გაუმჯობესება
საიტის სისწრაფე არის მეტრიკი, რომელიც განსაზღვრავს თუ რამდენად სწრაფად იტვირთება ვებსაიტი ვიზიტორის მხირად სერვერისთვის request-ის (მოთხოვნის) გაგზავნის შემდეგ. აღნიშნული მაჩვენებელი შეგვიძლია განვსაზღვროთ სხვა საზომებითაც, რომელიც
მოწოდებულია google-ს მიერ google page insight tool-ის მეშვეობით.
რაც უფრო სწრაფად რეაგირებს საიტი და სერვერი მომხმარებლის მიერ გაკეთებულ მოთხოვნებზე, მით უფრო უკეთეს user experience-ს დააგენერირებ და შესაბამისად გაზრდი შენი ვებსაიტის ranking-ს.
აღნიშნული tachnical-seo ოპტიმიზაციის პრეროგატივაა თუმცაღა, აქვე დაგისახელებ
გარკვეულ სტრატეგიებს თუ როგორ შეგიძლია გააუმჯობესო საიტის სისწრაფე:
-
სურათების დაკომპრესება
-
CDN-ის გამოყენება
-
lazy loading-ის გამოყენება
-
შემცირება არასაჭირო კოდების( html, java, css)
-
browser cahing-ის გამოყენება
-
შეამცირე არასაჭირო 301 REDIRECTION-მაგალითად REDIRECTION ჯაჭვები
-
გააუმჯობესე HOSTING PLAN-ი
ოპტიმიზირება მობიულური მოწყობილობებისთვის.
google-იმ დაასახელა mobile first indexing ფაქტორი, აღნიშნული კი გულისმობს მობილური გაჯეტებისთვის ვებსაიტის ოპტიმიზირებას, რადგან საძიებო სისტემის ბოტები პირველ რიგში აინდექსირებენ და რანკინგს ანიჭებენ თუ როგორაა ოპტიმიზირებული საიტი მობილური მოწყობილობებისთვის.
შესაბამისად მნიშნვნელოვანია შევამოწმოთ თუ როგორ იტვირთება და სწრაფად მუშაობს ვებგვერდი ტელეფონით შემოსული ვიზიტორებისთვის,
საიტზე გამოყენებული დიზაინი არის თუ არა ოპტიმიზირებული ტელეფონებისთვის,
საიტზე გამოყენებული ბათონები მუშაობს თუ არა კარგად ტელეფონებში ჩატვირთულ ვებგვერდზე,
აღნიშნული სტრატეგიების შემოწმება შეგვიძლია ,როგორც seo ხელსაწყოების გამოყენებით,
მაგალითად semrush site audit ხელსაწყოთი,
ამასთანავე google page insight tool-ით.
თუ როგორ იტვირთება შენი საიტი მობილური გაჯეტებისთვის ამისთვის შეგიძლია მიმართო
ვებ დველოპმენტის cms-ს რომელშიც მუშაობ,
ასევე google search console-ში url inspection
ბარში, შეამოწმო თუ როგორ არენდერებს და ხედავს google შენს ვებსაიტს.
განათავსე კონტენტი დასაწყისშივე
საიტზე შემოსულ ვიზიტორს სურს სწრაფი პასუხები მას შემდეგ რაც გადმომისამრთდება საიტზე, ასე რომ ნაცვლად საწყის წერტილში დიდი სურათების და გრაფიკების განთავსებისა,
უზრუნველყავი მკითხველი სწრაფი პასუხებით, რომელიც დააკმაყოფილებს მათ საძიებო შეკითხვას და ინტერესს, ამით მოახდენ შენი კონტენტის ოპტიმიზაცის ON-PAGE SEO კუთხით, ასევე დააგენერირებ პოზიტიურ user experience-ს და შეამცირებ Bounce Rate-ის მაჩვენებელს.....
ახლა კი გაეცანი სიღრმისეულ ON-PAGE SEO ოპტიმიზაციის სტრატეგიებს:
სიღრმისეული ON-PAGE SEO ოპტიმიზაცია
მას შემდეგ, რაც განახორციელებ ყველა საბაზისო ON-PAGE SEO პრაქტიკებს,
შემდეგი ეტაპია გამოიყენო სხვა მეტად სიღრმისეული ON-PAGE SEO სტრატეგიები,
რომელიც ხელს შეგიწყობს გახდე დაწინაურებული შენ კონკურენტებთან შედარებით

იმისათვის,რომ მოხვდე მოწინავე ადგილას SERP-ში და უზრუნველყო საიტი მაღალი ორგანული ტრაფიკით, მხოლოდ საბაზისო ON-PAGE SEO ოპტიმიზაცია არაა საკმარისი,
შენ კიდევ გჭირდება დამატებითი ძალისხმევა, რათა გამოიყენო ყველა ის შესაძლებლობა,
რომელიც მოგცემს შანსს იყო პირველი ოფცია საძიებო სისტემების შედეგების გვერდზე.....
ოპტიმიზაცია FEATURE SNIPPET-ისთვის
FEATURE SNIPPET-ი არის გამორჩეული ნაწილი საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე, რომელიც უზრუნველყოფს ლაკონურ და პირდაპირ პასუხებს ვიზიტორებისთვის,
იმისათვის, რომ შენი საიტი გამოჩნდეს FEATURE SNIPPET-ისთვის, პირველ რიგში გჭირდება მოხვდე საძიებო სისტემის შედეგების პირველ გვერდზე,
და მეორე, უნდა აღმოაჩინო ის KEYWORD-ები, რომლბზეც არსებობს საძიებო სისტემის შედეგების ველში უკვე FEATUR SNIPPET შედეგები.
ამისთვის დაგჭირდება გაიგო, აღნიშნული KEYWORD-ები,
შემდგომ მოახდინო საიტის ოპტიმიზირება FEATURE SNIPPET-ებისთვის, არსებობს 4 ტიპის FETRUE SNIPPET-ი კერძოდ:
-
განმარტებითი FEATURE SNIPPET-ი, ეგრეთწოდებული (Definition box)
-
დალაგებული სია
-
ჩვეულებრივი სია, ნუმერაციის გარეშე
-
ცხრილი
იმისათვის, რომ გაზარდო შანსი მოხვდე FEATURE SNIPPET-ისთვის, შეეცადე მოახდინო საიტის ოპტიმიზირება Long-tail keyword-ებით და შექმენი ისეთი ნაწილები კონტენtში, რომელიც
google-ისთვის მარტივად უზრუნველყოფს გამოიყენოს ისინი აღნიშნული საძიებო შედეგებისთვის.
შიდა და გარე ბმულებით ოპტიმიზირება
საიტის internal linking-ის ოპტიმიზაცია და ჩამოყალიბება ერთ-ერთი უმნიშნვნელოვანესი რანკინგ ფაქტორია,
შიდა ბმულები პირველ რიგში გვეხმარება ჩამოვაყალიბოთ საიტის სტრუქტურა, რაც შემდგომში დაგვეხმარება გავხადოთ ვებსაიტი მარტივად დაინდექსირებადი და სანავიგაციო, როგორც საძიებო სისტემისთვის, ასევე ვიზიტორისთვისაც.
გარდა ამისა კარგად ოპტიმიზირებული საიტი შიადა ბმულებით დაგეხმარება აირიდო ეგრეთწოდებული orphan( ობოლი) გვერდები, რომლებსაც არ გააჩნიათ შიდა ბმული და ის რთულად საპოვნელია მომხმარებლის მხრიდან,
ასევე ოპტიმიზირებული შიდა ბმულები გაძლევს საშუალებას აირიდო Deep(ღრმა)
გვერდები, რომლებიც რთულად საპოვნელი და ინდექსირებადია საძიებო სისტემის
ბოტების მიერ,
შემდეგი დადებით ფაქტორი, რომელიც შიდა ბმულებს ახასიათებს, ესაა საიტის პოპულარულობისა და რანკინგის გაზრდის შესაძლებლობა, INTERNAL დაკავშირება, გაძლევს საშუალებას გადაუნაწილო PAGE AUTHORITY სხვა ნაკლებად პოპულარულ
და რანკინგის მქონე გვერდს შენს საიტზე, გაზარდო აღნიშნული გვერდის CRAWLING
RATE-ს მაჩვენებელი.
რაც შეეხება ეგრეთწოდებულ EXTERNAL LINKING-ს, აღნიშნული პრაქტიკა გულისხმობს , როდესაც შენს კონტენტში მოიხსენიებ სხვა მაღალი სანდოობისა და ტრაფიკის მქონე ვებსაიტს,
ეს ზრდის შენი ვებგვერდის DOMAIN ავოტრიტეტს და google-ის საძიებო სისტემის ალგორითმისთვის შენი საიტი და კონტენტი ამასთანავე ხდება უფრო სანდო, შესაბამისად იზრდება ვებსაიტის E-A-T მაჩვენებელი და შანსი მოხვდეს
მაღალ პოზიციაზე საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე.
სურათების ოპტიმიზაცია
კარგად ოპტიმიზირებული სურათები პოზიტიური რანკინგ სიგნალია შენი საიტისთვის და საძიებო სისტემისთვის,
ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს,
პირველ რიგში ოპტიმიზირებული სურათები უზრუნველყოფს საიტის სიწრაფის გაუმჯობესებას და პოზიტირი USER EXPERIENCE სიგნალების დაგენერირებას CORE WEB VITAL-თან მიმართებით,
გარდა ამისა სურათების IMAGE ALT TEXT-ის ოპტიმიზაცია გეხმარება შეუქმნა უკეთესი კონტექსტი საძიებო სისტემას რათა გაიგოს თუ რის შესახებაა აღნიშნული სურათები,
IMAGE ALT TEXT-ის ოპტიმიზაციისთვის, გამოიყენე შენი მთავარი KEYWORD-ები აღნიშნულ alt text-ში,
იყოს ის ლაკონური, კარგად აღწერდეს თუ რის შესახებაა სურათი,
მოახდინე ყველა სურათის image alt text-ით ოპტიმიზაცია.....
structure data-ს დაყენება
structure data იგივე, რაც schema markup არის მონაცემთა კრებული, ეგრეთწოდებული კოდირებული ფრაგმენტი, რომლებსაც ვამატებთ ვებსაიტზე არსებულ გვერდებს, რათა დავეხმაროთ საძიებო სისტემებს უკეთ გაიგონ თუ რის შესახებაა აღნიშნული კონტექსტი.
სტრუქტურირებული მონაცემები ასევე ქმნის ურთიერთდაკავშირებულ ქსელურ ჯავს, სადაცს ერთმანეთს აკავშირებს საიტზე არსებულ entite-ებს, რათა საძიებო სისტემას შეუქმნას სრულყოფილი ხედვა საიტზე არსებული კონტექსტისა,
entite-არის ნებისმიერი საგანი, რომელიც საიტზე არსებობს, მაგალითად ინდივიდუალური პროდუქტი თუ სერვისი, თავად ვებსაიტი, საიტზე მოღვაწე პერსონა , ბიზნესი, რომელიც საიტზე არსებობს და სხვადასხვა.
თავად schema markup არის კოდი, რომელიც შეიძლება დაიწეროს სამ სხვადასხვა ენაზე ესენია:
-
JSON-LD CODE
-
Microdata
-
RDFa
საიტზე schema markup-ის დაყენება საშუალებას გაძლევს შენი საიტი გამოჩნდეს საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე rich snippet-ით,
rich snippet-ი ეს არის გაძლიერებული ძიების სისტემის შედეგების ველი, სადაც დამატებით ტრადიციულ შედეგებთან ერთად, როგორებიცაა (title tag, meta description, url), არის ამოღებული ინფორმაცია structure data-დან, ესენია მაგალითა: რეიტინგი, მიმოხილვა, პროდუქტის ფასები, FAQ გვერდი, პროდუქტის რაოდენობა და სხვა...
დასასრული
.png)