top of page
Green Geometric Shapes

 რა არის off-page SEO ?

 საბა შველიძე

 აღნიშნულ სახელმძღვანელოში გაეცნობი თუ როგორ მუშაობს

off-page SEO, გიაგებ რას ნიშნავს

E-A-T პრინციპი, 

როგორ მოიპოვო backlink-ები და დააგროვო მაქსიმალური პოზიტიური 

brand მონიშვნები,

 

გაიგო გზები გაზარდო 

შენი ვებსაიტის ავტორიტეტულობა და 

მოხვდე SERP-ში მოწინავე პოზიციებზე....

რა არის off-page SEO ?

 off-page SEO ოპტიმიზაცია

 ამ ნაწილში გაიგებ რას ნიშნავს off-page SEO და რატომაა ის მნიშვნელოვანი

ფაქტორი ვებსაიტისთვის ranking-ის გასაზრდელად, 

რა სტრატეგიებს მოიცავს off-page SEO 

ოპტიმიზაცია

off-page SEO ოპტიმიზაცია შესავალი

 რას ნიშნავს OFF-PAGE SEO ოპტიმიზაცია ?

  off-page SEO ორიენტირებულია მოახდინოს ვებსაიტის ოპტიმიზაცია და გაზარდოს მისი ranking-ი SERP-ში, საიტის გარეთ ჩატარებული SEO სტრატეგიებით. off-page SEO ოპტიმიზაციის სამუშაო კამპანია მოიცავს გაზარდოს ბრენდის(ვებსაიტის) თუ ბიზნესის ცნობადობა, მოიპოვოს საიტებისთვის BACKLINK-ები, დააგენერიროს სხვადასხვა ვებსაიტებზე საკუთარი ბრენდის მონიშვნები, გაზარდოს საიტის აღქმადობა სხვადასხვა სოციალური მედია პლათფორმებზე, მოახდინოს ოპტიმიზაცია ეგრეთწოდებული ბრენდული ძიებების.

 დამატებითი რჩევები  off-page SEO-სთვის.

 რატომაა off-page SEO მნიშვნელოვანი?

 საიტის off-page SEO-თი ოპტიმიზაცია უმნიშვნელოვანესი პროცესია გაუზარდო მას შანსი პოზიციონირებდეს საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე მოწინავე ადგილას, კერძოდ off-page SEO-სთვის განკუთვნილი სტრატეგიები პირდაპირ კორელაციაშია Google-ის მიერ დასახელებულ რანკინგ ფაქტორებთან, 

შესაბამისად შენი მიზანია სხვა SEO ძალისხმევებთან ერთად იქნება ეს ON-PAGE SEO ოპტიმიზაცია თუ სხვა, დააგენერირო მაქსიმალური მაჩვენებლები OFF-PAGE SEO-სთან მიმართებით, 

კერძოდ მხედველობაში უნდა მიიღო ისეთი ფაქტორები,როგორიცაა საიტის და ბრენდის ავტორიტეტულობის გაზრდა მის გარეთ, ეს იქნება გამოხატული ლინკების მოპოვებით, ბრენდის მონიშნვნების დაგენერირებით ავტორიტეტული საიტებიდან თუ პიროვნებებიდან და სხვა,

ახლა კი დროა გაეცნო იმ საბაზისო ელემენტებს, რასაც მოიცავს off-page SEO ოპტიმიზაცია

  off-page SEO-ს საფუძველები

 ამ ნაწილში აღმოაჩენ თუ რა ეტაპებს და სტრატეგიებს

მოიცავს off-page SEO ოპტიმიზაცია, 

off-page SEO-ს საფუძვლები და მიდგომები საიტის

ავტორიტეტულობის და ცნობადობის გაზრდისათვის,

  • სტუმრად ბლოგების წერა

  • ბრენდ მონიშვნების დაგროვება

  • სოციალური მედია პათფორმების გამოყენება

 

 და სხვა . . . .

off-page SEO ოპტიმიზაცია

 სტუმრად ბლოგების წერა (Guest Blogging)

  სტუმრად ბლოგების წერა სხვა საიტისთვის ერთ-ერთი ტრადიციული off-page SEO  სტრატეგიაა, რომლის

წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში შეძლებ დააგენერირო რაც შეიძლება მეტი ბრენდის მონიშვნები, გაზარდო, როგორც ავტორის ცნობადობა და ასევე დააგენერირო ეგრეთწოდებული backlink-ები,

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სარგებლისა, ამ პრაქტიკის სისრულეში მოყვანა გაძლევს საშუალებას გაზარდო გვერდის (page authority) ავტორიტეტულობა, შესაბამისად რანკინგიც serp-ში.

ასევე სტუმრად ბლოგების წერა გიხსნის საშუალებას გახვიდე სრულიად ახალ აუდიტორიაზე და აღმოაჩინო სხვადასხვა ბიზნესს შესაძლებლობები , ყველაზე საბაზისო დონეზე კი გაზარდო უბრალოდ, შენი

ვებსაიტის ორგანული ტრაფიკი, 

თუმცაღა სტუმრად ბლოგების წერა მხოლოდ იმ შემთხვევაში  მუშაობს SEO ოპტიმიზაციის კუთხით თუ აღნიშნულს ახორციელებ იმ საიტებზე, რომლებიც სარგებლობენ მაღალი დომენის ავტორიტეტით, აქვთ მაღალი

მოცულობის ტრაფიკი და პოზიციონირებენ მოწინავე ადგილას SERP-ში,

ამ შესაძლებლობების მოპოვება შეგიძლია სხვადასხვა მეთოდებით, იქნება ეს საიტებთან დაკავშირება COLD OUTREACH მეთოდებით, სადაც გამოიყენებ ქოფირაითინგის ტექნიკებს, სხვადასხვა საიტების აღმოჩენით საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე, რომლებიც იძლევიან ამ უკანასკნელის შესაძლებლობას.

 ბრენდის ცნობადობის გაზრდა

ბრენდის ცნობადობა და სანდოობა პირდაპირ კავშირშია საიტის ranking ფაქტორებთან, შესაბამისად თუ გსურს დაიკავო მაღალი ადგილი SERP-ში შენი მიზანია განახორციელო ეს  off-page SEO სტრატეგია,

კერძოდ, პირველ რიგში გჭირდება ჩაატარო აუდიტი შენი ბრენდის სახელით ძიებებთან დაკავშირებით, 

თუ რა მოცულობის ტრაფიკი იყენებს შენი ვებსაიტის თუ ბრენდის სახელს  საძიებო ველში ძიების განსახორციელებლად, 

ამ სტატისტიკის გაგება დაგეხმარება მონიშნო ის, როგორც საწყს წერტილად და შეადარო საბოლოო რეზულტატს მას შემდეგ, რაც განახორციელებ სხვადასხვა OFF-PAGE SEO ოპტიმიზაციის ძალისხმევებს, 

ამ მონაცემების ნახვა შეგიძლია GOOGLE SEARCH CONSOLE-ში,

 OFF-PAGE SEO ოპტიმიზაცია და ბრენდის ცნობადობა

 ბრენდის მონიშვნების აუდიტი

 ბრენდის მონიშვნებზე დაკვირვება მნიშნვნელოვან ხედვას მოგცემს თუ როგორ ოპერირებს შენი ბიზნესი და საიტი ინტერნეტ სივრცეში, აღნიშნულის განხორციელება შეგიძლია სხვადასხვა 

online ხელსაწყოებით, რომელიც საშუალებას მოგცემს დააკვირდე და აღმოაჩინო ის გამოხმაურებები,

სოციალურ მედიაში, ფორუმებზე და სხვადასხვა საიტებზე, რომელიც არსებობს შენი ბრენდისა

თუ ბიზნესის, მიმართ. ეს off-page SEO სტრატეგია საშუალებას მოგცემს გქონდეს ხედვა თუ რა

ასპექტებში შეგიძლია გაუმჯობესება და გამოსწორება, 

გარდა ამისა, ონლაინ ხელსაწყოების გამოყენებით შეგიძლია მიიღო მონაცემები, თუ 

რა სიხშირით იზრდება და კლებულობს შენი ბრენდის მონიშვნები,

პირადი რჩევაა ამ პრაქტიკისთვის გამოიყენო Ahref-ის seo ხელსაწყო

რა არის OFF-PAGE SEO და როგორ მუშაობს ის

 სოციალური მედია პლათფორმების გამოყენება off-page SEO ოპტიმიზაციისთვის

 რა თქმა უნდა თუ გსურს წარმატებული OFF-PAGE SEO კამპანიის განხორციელება და შესაბამისად,

ვებსაიტის ავტორიტეტულობის  გაზრდა, მაქსიმალური BACKLINK--ების დაგენერირება, საბოლოოდ კი მაღალი E-A-T მაჩვენებლის დაგროვება, 

უნდა გამოიყენო ისეთი პლათფორმები, რომლებიც შენი ბრენდის ცნობადობას მაქსიმალურად გაავრცელებენ,

ამის საუკეთესო საშუალება კი არის სოციალური მედია პლათფორმების გამოყენება, 

განსაკუთრებით ეს ეხება Youtube-ს, შეეცადე შექმნა ამ  პლათფორმისთვის მაღალი ხარისხის კონტენტი,

რომელიც შეესაბამება შენი ბრენდის ხმას, 

აღნიშნული მოგცემს საშუალებას გახვიდე  უფრო ფართო და შედარებით ახალ აუდიტორიაზე, შესაბამისად გაზარდო შანსი დააგენერირო backlink-ები,

ამასთანავე youtube-ის საშუალებით შეძლებ გაზარდო შენი ბრენდის ძიებები საძიებოს სისტემებში, 

ამ შემთხვევაში კი Google-ში.

off-page seo-ს  და სოციალური მედია

  Backlink-ების მოპოვება და off-page seo ოპტიზაცია

 გაიგე თუ როგორ შეგიძლია მოიპოვო

backlink-ები მაღალი ავტორიტეტის მქონე საიტებისგან, 

დააგროვო პოზიტური ბრენდ სიგნალები

და განთავსდე მოწინავე პოზიციებზე SERP-ში

off-page SEO და BACKLINCK-ები

რა არის Backlink-ი

Backlink-ი off-page SEO ოპტიმიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტია, რა დროსაც აღნიშნულ SEO კამპანიაში ცდილობ მოიპოვო სხვადასხვა ავტორიტეტულ საიტებზე მონიშვნები და ლინკები შენი ვებსაიტისა. ეს გეხმარება გაზარდო ვებგვერდის დომენის ავტორიტეტი, დააგროვო მაქსუმალური E-A-T მაჩვენებელი და რაც მათავარია, საძიებო სისტემის ალგორითმმა განათავსოს შენი ვებსაიტი მაღალ პოზიციებზე SERP-ში. დამატებით სარგებელი, რაც Backlink-ების მოპოვებას თან სდევს,ესაა რომ რაც უფრო ავტორიტეტულია საიტი მით უფრო პოპულარულია ის, აღნიშნული კი გეხმარება საძიებო სისტემის ბოტებმა crawling-ი გაუკეთოს შენ გვერდებს,რაც შეიძლება უფრო ხშირად.საბოლოოდ კი მოახდინო შენი crawling ბიუჯეტის ოპტიმიზაცია და არ შეგექმნას გვერდების ინდექსაციის პრობლემები.ახლა კი გაეცანი იმ მეთოდებს,რომლებიც დაგეხმარება Backlink-ების გენერირებაში.....

broken (გატეხილი) ბმულების გენერირება

broken link building-ი ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია off-page SEO ოპტიმიზაციის კამპანიაში და გაძლევს შესაძლებლობას მოიპოვო შენი ვებსაიტის ლინკები სხვადასხვა  საიტებზე, კერძოდ აღმოაჩინო ისეთი ლინკები მათ გვერდებზე, რომლებიც არ მუშაობს მაგალითად ამისამართებს მათ 404 ERROR გვერდზე და საჭიროებს ტექნიკურ SEO ოტიმიზაციას.

აღნიშნული off-page SEO სტრატეგიის განხორციელება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • კვლევის ჩატარება და მოძიება ისეთი ვებსაიტების, რომლებსაც აქვთ გატეხილი ლინკები საკუთარ საიტზე, 

  • მათთან დაკავშირება და შეთავაზება ამ გატეხილი ლინკის ჩანაცვლებით შენი საიტის თუ ბლოგის ლინკით.

საიტებზე გატეხილი ბმულების პოვნა შეგიძლია სხვადასხვა seo ხელსაწყოების გამოყენებით, 

ძირითად შემთხვევებში არაა აუცილებელი ეს ლინკები მოიპოვო შენს ინდუსტრიაში მოღვაწე საიტებიდან,

თუმცაღა უმჯობესია თუ ეს ლინკები მოპოვებული იქნება იმ საიტებიდან, რომლებიც სარგებლობენ მაღალი დომენის ავტორიტეტით და მათ საიტებზე განთავსებული აქვთ შენი კონკურენტების ლინკები.

 მაღალი ხარისხის და სრულყოფილი კონტენტის შექმნა

 კონტენტები, რომლებიც არიან მაღალი ხარისხის, აქვთ სრულყოფილი პასუხი იმ თემასთან დაკავშირებით, რომელზეც ისინი საუბრობენ,  ზრდიან  შანს, რომ ბუნებრივად გახდნენ ციტირებადი და შესაბამისად მონიშვნადი

სხვადასხვა საიტებზე.

კერძოდ დიდი სახის კონტენტის ფორმატები, რომლებიც შედეგების გვერდზე სხვა ტიპის კონტენტებთან შედარებით, უფრო დეტალური და ფართოა.

ასევე ისეთი სახის გვერდები, რომლებიც შეიცავენ სანდო და დიდი რაოდენობით სტატისტიკებს, ეს შესანიშნავი 

წყაროა იმ პიროვნებებისთვის და საიტებისთვის, რომლებსაც სურთ გარკვეული ინფორმაციის მიტანა თავიანთ 

აუდიტორიამდე. 

დამატებითი სტრატეგია, რომელიც ასეთი სახის კონტენტის შესაქმნელად შეგიძლია გამოიყენო ესაა თავად ჩაატარო გარკვეული სახის კვლევა და აღნიშნული სტატისტიკის გარშემო შექმნა გარკვეული სახის კონტენტი.

off-page seo და seo ოპტიმიზაცია

E-A-T მაჩვენებელი და off-page SEO ოპტიმიზაცია

 საიტის E-A-T მაჩვენებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რანკინგ სიგნალია,

 

შესაბამისად მნიშნველოვანია მაქსიმალურად მოახდინო

შენი საიტისს  OFF-PAGE SEO ოპტიმიზაცია,

 

ამ ნაწილში სწორედ ამ სტრატეგიებს გაეცნობი

off-page SEO და E-A-T მაჩვენებელი

 რა არის E-A-T პრინციპი SEO-ში

E-A-T მაჩვენებელი არის ერთ-ერთი  უმნიშნვნელოვანესი პრინციპი არამარტო off-page SEO არამედ მთლიანად SEO ოპტიმიზაციის პროცესში, 

Google-ის ranking-ალგორითმის სისტემა უპირატესობას ანიჭებს იმ ვებსაიტებს, რომლებსაც აქვთ მაღალი ავტორიტეტულობის მაჩვენებელი, მაგალითად ვებსაიტის დომენის ავტორიტეტი, 

თუმცა თუ გაქვს შეკითხვა კონკრეტულად რა მეტრიკით ან რომელი პრინციპით უნდა გავზომოთ აღნიშნული საიტის ავტორიტეტულობა, ამაზე პასუხი სწორედ E-A-T მაჩვენებელია,

E-A-T პრინციპი დგას ექსპერტულობაზე, ავტორიტეტულობაზე და სანდოობაზე, 

მისი მაქსიმალური დაგენერირება უნდა შეეცადო ყველა SEO სტრატეგიების განხორციელების დროს, 

 იქნება ეს დაწყებული ON-PAGE SEO დან დამთავრებული ლოკალური SEO-თი.

იგივე მიდგომა ვრცელდება, off-page SEO ოპტიმიზაციის დროსაც, შენი მიზანია ჩატარებულმა სტრატეგიებმა მნიშნვნელოვნად გააუმჯობესოს E-A-T მაჩვენებელი.

ახლა კი გაგიზიარებ გარკვეულ პრაქტიკულ მეთოდებს, როგორ შეძლო ამ პრინციპის ზრდა და ოპტიმიზაცია.

 დააგროვე პოზიტიური მიმოხილვები

აღნიშნული პრაქტიკა საშუალებას მოგცემს გაზარდო შენი ბრენდის თუ ბიზნესის სანდოობა და ავტორიტეტულობა, განსაკუთრებით ეს ეხება მომხმარებლების მხრიდან გენერირებულ პოზიტიურ მიმოხილვებს,

Google-ი ამ მაჩვენებელს აღიქვამს პოზიტიურ სიგნალად და შესაბამისად გეხმარება გაიუმჯობესო

E-A-T მაჩვენებელი და გაზარდო შანსი პოზიციონირდე მოწინავე ადგილას SERP-ში.

რა თქმა უნდა ეს პრინციპი მნიშნვნელოვანია განსაკუთრებით ადგილობრივი ბიზნესებისთვის, რომლებიც ცდილობენ დააგროვონ მაქსიმალურად  პოზიტიური მიმოხილვები.

იქნება ეს სოციალურ მედიაში, სხვადასხვა საიტებსა თუ ფორუმებზე.

მნიშვნელობა ასევე ენიჭება საიტზე არსებულ პოზიტიურ კომენტარებსაც.

 მოიპოვე ლინკები მეორე რანგის ვებსაიტებისგან

 აღნიშნული მიდგომა მნიშვნელოვნად დაგეხმარება გაუგზავნო Google-ის საძიებო სისტემის ალგორითმს დადებითი სიგნალი, აღიქვას შენი ვებსაიტი ავტორიტეტულად და სანდოდ,

რას ვგულისხმობ მეორე რანგის მქონე ვებსაიტებში?, 

ზემოთ უკვე გაეცანი, რომ მაღალი დომენის ავტორიტეტის მქონე საიტებისგან ლინკების მოპოვება

ზრდის ვებგვერდების E-A-T მაჩვენებელს, შესაბამისად რანკინგს SERP-ში, 

თუმცაღა ლინკის ავტორიტეტულობის გადაცემა შესაძლებელია მეორე რანგის მქონე ვებსაიტებიგან,

აღნიშნული ტიპის ვებსაიტები არ სარგებლობენ ისეთივე დიდი ავტორიტეტულობით, როგორც

ეს შეიძლება  იყოს მაგალითად AMAZON-ის საიტი, თუმცაღა მათ აქვთ backlink-ი მოპოვებული amazon-იდან,

და თუ შეძლებ ამ საიტიდან შემდგომში ლინკის მოპოვებას, google-ი ამას პოზიტიურ რანკინგ სიგნალად განსაზღვრავს, თუნდაც ეს იყოს nofollow ლინკი.

 დააგენერირე ბრენდის მონიშვნები

 ბრენდის მონიშვნების მოგროვება მაღალი ავტორიტეტულობის მქონე საიტებიდან, აქვს ისეთივე პოზიტიური ეფექტი და გავლენა, როგორც ეს backlink-ების მოპოვებისას ხდება,

კერძოდ google-ის pagerank ალგორითმი   ყურადღებას ამახვილებს, თუ რა გამოხმაურებები 

და მონიშვნები არსებობს შენს ბრენდსა და საიტზე, მაღალი დომენის მქონე ვებსაიტებისგან,

შესაბამისად აღნიშნული მონიშვნების მოპოვებით შეძლებ დააგროვო მაქსიმალური E-A-T მაჩვენებელი.

ამ სტრატეგიის განხორციელება შეგიძლია ამ საიტებთან დაკავშირებით, COLD OUTRECH მეილების მეშვეობით, შეეცადე  იყო თავაზიანი და შესთავაზე გარკვეული ორმხრივი სარგებელი....

off-page SEO და ბრენდის ცნობადობა
 დასასრული
off-page ოპტიმიზაცია საიტებისთვის
bottom of page