
რა არის ლოკალური (Local) SEO ?
საბა შველიძე
აღნიშნულ სახლმძღვანელოში გაიგებ
თუ როგორ მუშაობს ლოკალური SEO ოპტიმიზაცია
გაიგებ რას ნიშნავს:
-
ლოკალური on-page seo
-
რა არის google map pack-ი
-
ოპტიმიზაცია google business profile-ის
-
რას ნიშნავს NAP მონიშვნა

რა არის ადგილობრივი (ლოკალური) SEO?
ადგილობრივი(ლოკალური) SEO ოპტიმიზაცია ორიენტირებულია მოახდინოს საიტის ოპტიმიზირება იმგვარად, რათა გააუმჯობესოს მისი ხილვადობა ადგილობრივი ძიებების შედეგების გვერდზე. ლოკალური(local) SEO-ს მთავარი მიზანია დაეხმაროს ბიზნესებს გაზარდოს მისი ადგილობრივი ხილვადობა, მიიზიდოს უფრო მეტი ადგილობრივი ვიზიტორი, გაზარდოს ბრენდის ცნობადობა და დააგენერიროს მეტი CONVERSION მაჩვენებელი.
რატომაა ადგილობრივი (ლოკალური) SEO მნიშვნელოვანი ?
ადგილობრივი (ლოკალური) SEO-ს მნიშვნელობა დღითიდღე უფრო იზრდება მზარდი თუ ახლად შექმნილი ბიზნესებისათვის, ამის უკან რამდენიმე ლოგიკური მიზეზი არსებობს, პირველი ესაა, რომ საძიებო სისტემის მომხმარებლების უმეტესი ნაწილის საძიებო განზრახვა, ეგრეთწოდებული SEARCH INTENT-ი, განპირობებულია კოკალური ინტერესით ,
შესაბამისად მნიშვნელოვანია მხედველობაში მიიღო ადგილობრივი ძიებების მაჩვენებლები და მოახდინო შენი საიტის ოპტიმიზირება ამ უკანასკნელით,
მეორე ფაქტორი ესაა, რომ ადგილობრივი ძიების უმრავლესობა პირდაპირ კონვერტირდება შენი ბიზნესის მიერ დასახულ მიზნებთან, მაგალითად როცა პოტენციური ვიზიტორი ეძებს რაიმე კვების ობიექტს,
შენ მიერ ჩატარებული ადგილობრივი (ლოკალური) SEO ოპტიმიზაციით შეძლებ შედეგების გვერდზე აღმოჩნდე მათთვის სასურველ ოფციად, ამის ალაბათობას ისიც ზრდის, რომ შედეგების მაჩვენებელს ლოკალურ ძიებაში დამატებით განსაზღვრავს მძებნელისა და შენი ბიზნეს თუ სხვა სახის ობიექტის ტერიტორიული სიახლოვე,
ასე, რომ ნამდვილად მნიშნველოვანია დახარჯო საკმაო დრო შენი საიტის ადგილობრივი(ლოკალური) SEO ოპტიმიზაციისთვის, მაგალითად, როგორც ეს off-page SEO ოპტიმიზაცისას.
რას მოიცავს ადგილობრივი(ლოკალური) SEO ოპტიმიზაცია?
აღნიშნულ თავში გაეცნობი იმ RANKING ფაქტორებს,
რომელიც განმსაზღვრელია საიტების პოზიციონირებისთვის საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე,
კონკრეტულად კი GOOGLE MAP PACK-ში

საბაზისო დონეზე ადგილობრივი (ლოკალური) SEO და ჩვეულებრივი SEO ოპტიმიზაცია მსგავსია, ორივე შემთხვევაში GOOGLE-ი იყენებს მსგავს პრაქტიკებს, საიტის პოვნის და დაინდექსირების პროცესში,
თუმცაღა თუ ვსაუბრობთ განსხვავებებზე მხედველობაში უნდა მიიღო Google-ის მიერ დასახელებული Ranking -ფაქტორები, რომლებიც აყენებენ განსხვავებულ კრიტერიუმებს საიტის პოზიციონირებისთვის SERP-ში ლოკალური და ჩვეულებრივი ძიებებისთვის,
ლოკალურ(Local) SEO-ს აქვს თავისი განსხვავებული რანკინგ ფაქტორები, რომლის გარშემოც უნდა
ააგო შენი საიტის ლოკალური SEO ოპტიმიზაციის სამუშაო კამპანია,
მოკლედ, რომ შევაჯამოთ აღნიშნული Ranking- სიგნალები მოიცავს:
-
NAP მონიშვნაზე ზრუნვა
-
GOOGLE MY BUSINESS PROFILE-ის შექმნა და ოპტიმიზაცია
-
ადგილობრივი KEYWORD კვლევა და ინტეგრაცია საიტზე არსებულ კონტენტში
-
ადგილობრივი და ბიზნესს STRUCTURE DATA-ს დაყენება ვებსაიტზე არსებულ გვერდებზე
-
ლოკაცია, რომლიდანაც ახორციელებს ძებნას პოტენციური ვიზიტორი
-
ონლაინ მყოფადობა სხვა ციფრულ პლათფორმებზე
-
ონლაინ მიმოხილვა საიტზე არსებულ ინტერეტ რესურსებში
ადგილობრივი (ლოკალური) SEO ოპტიმიზაცია
ამ ნაწილში გაეცნობი ლოკალური SEO-ს შემადგენელ საბაზისო ელემენტებს,
გაიგებ რატომაა მნიშვნელოვანი ლოკალური SEO ოპტიმიზაცია ბიზნესებისთვის,
შეისწავლი იმ სტრატეგიებსა და ხერხებს,რაც დაგეხმარება მოხვდე მოწინავე პოზიციაზე SERP-ში

ადგილობრივი (ლოკალური) SEO Keyword კვლევა
ლოკალური keyword კვლევა მსგავსია ტრადიციული keyword კვლევისა მცირე განსხვავებებით, ძირითად შემთხვევებში ის ძალისხმევები და მიდგომები, რომლებსაც ჩვეულებრივი ქივორდ კვლევისას ვიყენებთ გამოდგება ადგილობრივი (Local) SEO ოპტიმიზაციის შემთხვევაშიც, თუმცა
ამ ნაწილში ყურადღება უნდა გაამახვილო ამ ქივორდების უკან არსებულ საძიებო განზრახვებს, კერძოდ
Keyowrd-ების საძიებო ინტერესი უნდა იყოს ლოკალური,
ქივორდ კვლევის განხორციელება შეგიძლია SEO ხელსაწყოების გამოყენებით, რომლებიც დაგეხმარება მოიპოვო და შემდგომში გაცხრილო ის KEYWORD-ები, რის გარშემოც მოახდენ საიტის და GOOGLE MY BUSINESS PROFILE-ის ოპტიმიზირებას, გარდა ამისა შეგიძლია გამოიყენო უფასო ხელსაწყოებიც მაგალითად,
პირველი ესაა გუგლის Autocomple-ხელსაწყო, რაც საშუალებას მოგცემს იპოვო შენთვის სასურველი ტერმინები,
უბრალოდ ჩაწერე შენთვის სასურველი ქივორდი და დაამატე მას ის ტერმინი, რომელიც მისცემს ადგილობრივ განზრახვას, მაგალითად ქალაქის ან მისამართის დამატება,

მეორე უფასო SEO ხელსაწყო ესაა Google keyword planner, რომელსაც აქვს შესანიშნავი ფუნქცია გარდა შენთვის სასურველი ქივორდების მოცულობის გაგებისა,
დაგეხმაროს მოგაწოდოს დამატებითი მონაცემები ამ მოცულობებთან დაკავშირებით, კერძოდ მათი სპეციფიკა სხვადასხვა გეოგრაფიული მდებარეობების მიხედვით,
მეორე ესაა შენს ბაზარზე არსებული კონკურენტების ქივორდების ანალიზი და პოვნა, ამ უფასო ხელსაწყოს გამოყენებით, უბრალოდ მიუთითე მათი საიტის მისამართი(URL) და შემდგომ გაცხრილე ისინი შენთვის სასურველი და SEO-ს
კუთხით გამოსადეგი პარამეტრებით.
Google business profile-ის ოპტიმიზაცია
შენი ბიზნესის google business profile-ის ოპტიმიზაცია თამაშობს გადამწყვეტ და უმნიშნვნელოვანეს როლს, თუ სად განთავსდება ადგილობრივი ძიების შედეგების გვერდზე შენი ვებსაიტი , ასევე მოხვდება თუ არა ის google map pack-ში,
შესაბამისად მნიშნველოვანია ჩადო შენი ძალისხმევა ამ უკანასკნელის ოპტიმიზირებისთვის, რადგან GOOGLE business profile - ადგილობრივი(ლოკალური) ძიებებისთვის ერთ-ერთი შემადგენელი რანკინგ ფაქტორია,
ახლა კი გაეცანი იმ პრაქტიკულ მეთოდებს, რომელიც შეგიძლია მიმართო შენი google business profile-ის ოპტიმიზაციისთვის,
პირველი ესაა შენ მიერ შეტანილი ყველა ინფორმაცია google business profile-ში უნდა იყოს ერთი და იგივე , იქნება ეს შენ ვებსაიტზე თუ სხვადასხვა პლათფორმებზე.
დაწყებული nap მონიშვნით, დამთავრებული მინიმალური დეტალებით, რომლის უგულვებელყოფამაც შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი სიგნალი საძიებო სისტემის მხრიდან,
მაგალითად თუ შენ google business profile-ში ბიზნესის ადგილობრივი მისამართია პირობითად: N30,***
არ შეიძლება nap მონიშვნაში და შენს ვებსაიტზე მისამართი იყოს სხვა:N50,*****
იგივე მიდგომა ეხება მაგალითად შენი ბიზნესის მომსახურების ნომერს, ის ნებისმირ პლათფორმაზე უნდა იყოს ერთი და იგივე,
მეორე სტრატეგია, რომელიც მნიშნველოვანია გაითვალისწინო google business profile-ის ოპტიმიზირებისას ესაა
ყველა იმ ინფორმაციის განახლება და მონიტორგინგი, რომელსაც შენი ბიზნესი ფლობს, მაგალითად სამუშაო საათები, ფასები და სხვა, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ google business profile-ში და რეალურ მომენტში, აღნიშნული ერთმანეთს არ დაემთხვევა ეს გამოიწვევს, როგორც პირდაპირ, ასევე ონლაინ მიმოხილვების სახით
უარყოფით გამოხმაურებებს,
სწორედ აქ უნდა გაითვალისწინო შემდეგი ოპტიმიზირების სტრატეგია, ესაა პოზიტიური მიმოხილვების დაგროვება მომხმარებლების მხრიდან, ეს აისახება შენს რეიტინგზე google business profile-ში, დაგეხმარება გაზარდო მომხმარებლის პერსპექტივიდან სანდოობა,
ამასთანავე გაიუმჯობესო ადგილობრივი(ლოკალური) seo-ს ერთ-ერთი რანკინგ სიგნალი,
და ბოლოს google business profile-ის შექმნისას შეეცადე შეავსო, რაც შეიძლება მეტი დეტალი, ეს მიდგომა ეხებას keyword-ბსაც, რომლის გარშემოც შეძლებ დათარგეთებას.....
რა არის NAP მონიშნვა
NAP მონიშნვა ერთ-ერთ ფაქტორია ადგილობრივი ძიებასა და GOOLGE MAP PACK-ში, მოსახვედრად.
კერძოდ რას გულისხმობს NAP მონიშნვის განხორციელება?
ესაა შენი ბიზნესის: სახელის, მისამართისა და მობილურის ნომრის ინფორმაციის მონიშნვა ყველა იმ პლათფორმებზე, რომლებსაც ითვალისწინებს საძიებო სისტემები და არის წყარო პოტენციური მომხმარებლებისთვის,ესენია:
-
შენი ვებსაიტი
-
GOOGLE BUSINESS PROFILE
-
საიტები, სადაც არის განთავსებული სია ბიზნესების და მათი შესახებ ინფორმაცია
მთავარი ელემენტი,რაც უნდა გაითვალისწონო NAP მონიშნვაზე ზრუნვისას, ესაა, რომ მასში შემავალი ინფორმაცია უნდა იყოს ყველა ამ პლათფორმებზე მსგავსი და განახლებული, წინააღმდეგ შემთვევაში
ეს გამოიწვევს უარყოფით რანკინგ სიგნალებს,
არსებობს ბევრი SEO ხელსაწყო,რომელიც მოგცემს საშუალებას აღმოაჩინო ის პლათფორმები და საიტები, სადაც შენი ძველი NAP ინფორმაციაა განთავსებული,
რომელიც შემდგომ შეგიძლია აღმოფხვრა ამ საიტების მფლობელებთან დაკავშირებით და მითითებით განაახლონ აღნიშნული ინფორმაცია,
გარდა NAP მონიშნვის განახლებებისა, მნიშნვლოვანია გაზარდო იმ საიტების სია, სადაც განთავსებული იქნება შენი ბიზნესის ინფორმაცია, მაგალითად შეგიძლია გამოიყენო SEMRUSH ხელსაწყო, რომელიც მოგაწვდის შენი კონკურენტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც სარგებლობენ backlink-ებით სხვადასხვა საიტების მხრიდან,
აღნიშნული საშუალებას მოგცემს აღმოაჩინო და მიიღო შესაძლებლობა ამ საიტებიდან NAP მონიშვნის....
რა არის Google map pack-ი
ამ ნაწილში გაეცნობი იმ პრაქტიკულ
მეთოდებს, რომლებიც დაგეხმარება
მოიპოვო ტოპ 3 პოზიცია GOOGLE
MAP PACK-ში
და რა ranking ფაქტორებით განისაზღვრება
შენი შანსი განთავსდე
აღნიშნულ local pack-ში ადგილობრივი
(ლოკალური) SEO ოპტიმიზაციის დროს...

Google map pack-ი და ლოკალური SEO
Google map pack-ი ესაა გამორჩეული ფრაგმენტი საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე, რომელიც
ჩნდება ადგილობრივი(ლოკალური) ძიებების დროს. ის აერთიანებს და აჩვენებს SERP-ში 3 ადგილობრივ ბიზნესს, რომელსაც თან ერთვის რუკა, სადაც აღნიშნულია ამ ბიზნესების გეორგრაფიული მდებარეობები,
Google map pack-ი ჰგავს ეგრეთწოდებულ feature snippet-ებს და მსგავსად ამ უკანასკნელისა, ის პირდაპირ
აისახება შენი ბიზნესის მიერ დასახული მიზნების კონვერტაციაში,
კერძოდ ხდები ოფცია ადგილობრივი პოტენციური მძებნელისთვის(მომხმარებლისთვის) ისარგებლოს შენი
ბიზნესის მიერ შეთავაზებული პროდუქტით რეალურ დროში,
map pack-ის ქვემოთ კი მოცემულია ჩვეულებრივი ძიების შედეგების ველი, როგორც ეს ჩნდება
არა ლოკალური განზრახვით ძიების დროს,
უკეთესი წარმდგენისთვის მაგალითად ავიღოთ აღნიშნული შედეგების ველი:

სწორედ ასე გამოიყურება SERP-ში მომხმარებლის მიერ ადგილობრივი ძიების შედეგად ნაჩვენები ეგრეთწოდებული Google map pack-ი.
ზემოთ უკვე გაეცანი იმ ranking ფაქტორებს, რომლებსაც აქვთ გადაწმყვეტი მნიშვნელობა მოხვდება
თუ არა შენი ვებსაიტი map pack-ში,
თუმცაღა მისი გამოჩენა და პოზიციონირება არაა მკაფიოდ განსაზღვრული google-ის მიერ,
ეს დამოკიდებულია ისეთ ფაქტორზე, როგორიცაა
მძებნელისა და შენი ბიზნესის მდებარეობები, თუ პირობითად პოტენციური მომხმარებელი ეძებს კაფეს მასთან ახლოს, შესაძლოა გაჯობოს იმ ბიზნესმა და მოხვდეს map pack-ში, რომელიც
უფრო ახლოსაა მის ამჟამინდელ მდებარეობასთან,
გარდა ამისა ქივორდებით დათარგეთებისას არ უნდა უგულვებელყო ისეთი ტერმინები, რომლებიც
შესაძლოა არ წარმოადგენდეს პირდაპირ ადგილობრივი ძიებებისთვის განკუთვნილ ტერმინებს,
თუმცაღა google-ის ალგორითმმა ჩათვალოს ის საკმარისად მქონე ლოკალური ძიების განარახვის ტერმინად და ამ ქივორდზე გამოჩნდე map pack-ში,
შესაბამისად უნდა შეეცადო, რაც შეიძლება ლოგიკურად და აზრობრივად გამოიყენო ის ქივორდები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს პოტენციალი გამოგაჩინოს ამ ტერმინით ლოკალური ძიების შედეგების ველში,
შესაბამისად Google map pack-შიც,
ამისთვის უნდა მიმართო ლოკალური SEO-ს ერთ-ერთ სტრატეგიას, კერძოდ ჩაატარო
MAP PACK რანკინგის კვლევა,
აღნიშნულისთვის შეგიძლია გამოიყენო SEO ხელსაწყოები, მაგალითად SEMRUSH-ის LOCAL MAP RANKING-ის ხელსაწყო, რომელიც მოგცემს საშუალებას სხვადასხვა ქივორდებზე გაიგო თუ სად პოზიციონირებ MAP PACK-ში სხვადასხვა გეოგრაფიული მდებარეობებისთვის....
ვებსაიტის on-page seo ოპტიმიზაცია ლოკალური SEO-სთვის
ლოკალური SEO ოპტიმიზაციისას
არ უნდა უგულვებელყო
ის ტრადიციული SEO-ს პრინციპები, რომლებიც გეხმარება განთავსდე
SERP-ში მოწინავე ადგილას,
ეს პრაქტიკა ეხება ON-PAGE SEO ოპტიმიზაციასაც,

ლოკალური on-page SEO
ადგილობრივი(ლოკალური) SEO-სთვის საიტის შიდა გვერდების ოპტიმიზაცია ისეთივე მნიშნველოვანია, როგორც ეს ტრადიციული SEO კამპანიის განხორციელებისას,
რადგან ადგილობრივი ძიებების დროს SERP-ში გარდა MAP PACK-ისთვის ოპტიმიზირებისა,
არსებობს ჩვეულებრივი შედეგების ველიც , როგორც ეს არის სხვა არა ლოკალური INTENT ძიებების დროს,
შესაბამისად მნიშნველოვანია ოპტიმიზირება შენი საიტის ON-PAGE SEO-სი, რათა მიიზიდო ბევრად მეტი ადგილობრივი ტრაფიკი და ბიზნესისთვის დასახული მიზნები კონვერტაციაში მოიყავნო,
ტრადიციულად ON-PAGE SEO იმპლემენტაციისას ყურადღება უნდა გაამახვილო,
title თაგების ოპტიმიზაციაზე,
meta აღწერილობის ოპტიმიზაციაზე,
შექმნა ლოგიკური(სტრუქტურირებული) და SEO მეგობრული საიტის URL-ები,
გამოიყენო სწორად HTML ატრიბუტიკა,
ამაზე უკვე აღარ გავჩერდები, რადგან ამ პარაქტიკის განხორციელება მსგავსია ტრადიციული ON-PAGE SEO ოპტიმიზაციისა, რომელზეც დეტალურად ვისაუბრეთ ამ ბლოგში - რა არის ON-PAGE SEO ოპტიმიზაცია
დამატებითი ON-PAGE SEO ძალისხმევა,რაც დაგჭირდება ლოკალური SEO ოპტიმიზაციისას, მოცემულია ქვემო ორ თავში, რასაც შეუძლია მნიშნველოვნად დაგეხმაროს საიტის ლოკალური SEO ოპტიმიზაციისთვის,
STURCTURE DATA-ს დაყენება ლოკალური SEO-სთვის
SCHEMA MARKUP-ი იგივე, რაც structure data ეხმარება საძიებო სისტემებს უკეთ გაიგონ საიტზე არსებული კონტენტის შინაარსი და მისი კონტექსტი,
გარდა ამისა structure data-ს გამოყენება საშუალებას გაძლევს შექმნა ურთიერთდაკავშირებული საგნების ქსელი, სადაც ერთმანეთან დაკავშირებულია საიტზე არსებული entite-ბი,
entite-ი ესაა, ნებისმიერი საგანი იქნება ეს ბიზნესი, ვებსაიტი, ბლოგი ინდივიდუალური პროდუქტი თუ სერვისი.
შესაბამისად strucutre data-ს დაყენება საშუალებას გაძლევს შეუქმნა საძიებო სისტემებს უკეთესი ხედვა
საიტის, შენი პროდუქტის,სერვიზის და ბიზნესის შესახებ,
კიდევ ერთი სარგებელი რასაც structure date-ს დაყენებას მოაქვს ესაა გაზარდო ალაბათობა მოხვდე
საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე, ეგრეთწოდებული rich snippet-ით,
რა თქმა უნდა ბიზნესებისთვის, რომლებიც ცდილობენ დააგროვონ მაქსიმალური ავტორიტეტულობა,სანდოობა და ცნობადობა,
ისეთი შედეგების ველი, როგორიცაა რეიტინგი და მიმოხილვები(review snippet და rating snippet),
საშაულებას მისცემს მაღალი მოცულობის ადგილობრივი მომხმარებლების დასაგენერირებლად.
შესაბამისად ლოკალური SEO-სთვის საიტის structure data-თი ოპტიმიზირება ნამდვილად ხელშესახები ფაქტორია,
შენ შეგიძლია შენი ბიზნესისთვის გამიყენო localbusiness schema markup-ი და მონიშნო
შენი ბიზნესის ტელეფონის ნომერი, მისამართი და სხვა

კონტენტის ოპტიმიზაცია ადგილობრივი(local) SEO-სთვის
მაქსიმალური შედეგების მისაღებად მნიშნველოვანია მოახდინო საიტზე არსებული ყველა ელემენტის ოპტიმიზირება, რათა აღმოჩნდე ადგილობრვი ძიებების დროს მოწინავე ადგილას და თავისთავად MAP PACK-ში,
შესაბამისად მნიშვნელოვანია შენს ვებსაიტზე არსებული გვერდების ოპტიმიზირება,
ოპტიმიზაციაში არ ვგულისხმობ მხოლოდ ზემოთ ნახსენებ ON-PAGE SEO პრაქტიკებს, არამედ შენი
მიზანია შექმნა უნიკალური გვერდები იმ სერვისებისთვის და მაღაზიებისთივს, რომლებიც
ფუნქციონირებენ სხვადასხვა ტერიტორიებზე დამატებით ქოფირაითინგის ტექნიკების გამოყენებით,
პირობითად ერთი ფილიალი მდებარეობს ერთ ქალაქში, ხოლო მეორე ფილიალი სხვა ქალაქშია განთავსებული,
ამით საშუალებას მიიღებ დათარგეთდე სხვადასხვა ქივორდებით სხვადასხვა ლოკალური ძიებების დროს.
დასასრული
